დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ლევან ბოძაშვილი - მსოფლიოში რთული სიტუაციაა, ეს არ არის ის ვითარება, რომელიც საქართველოს გვერდს აუვლის
ავტორი:
2018/აპრილი/12 08:30:02
../photo/2015_02/0-00-1AAAAATEB/bodzashvililevan-9.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/487561-levan-bodzashvili-msoflioshi-rthuli-situaciaa-es-ar-aris-is-vithareba-romelic-saqarthvelos-gverds-auvlis.html", "headline": "ლევან ბოძაშვილი - მსოფლიოში რთული სიტუაციაა, ეს არ არის ის ვითარება, რომელიც საქართველოს გვერდს აუვლ...", "datePublished": "2018-04-12 04:43:24", "dateModified": "2018-04-12 04:43:24", "description": "რთული სიტუაციაა, ეს არ არის ის ვითარება, რომელიც საქართველოს გვერდს აუვლის, - ამის შესახებ „პალიტრან...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAATEB/bodzashvililevan-9.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } რთული სიტუაციაა, ეს არ არის ის ვითარება, რომელიც საქართველოს გვერდს აუვლის, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილმა მოადგილემ ლევან ბოძაშვილმა სირიასთან მიმართებით არსებული საკითხის შეფასებისას განაცხადა.

მისი თქმით, საქართველო უნდა იყოს ძალიან მობილიზებული და ყურადღებით დააკვირდეს პროცესებს, რადგან ის ფაზა, რომელშიც მსოფლიოა შესული, ცივი ომის პერიოდზე მეტად არის გაუარესებული.

„ფაქტია, რომ სირიასთან მიმართებით ამ დონეზე პრობლემის ესკალაცია არ მომხდარა. ეს შეიძლება ჩაითვალოს ყველაზე მაღალი დონის კონფლიქტსაშიშ სიტუაციად. ვგულისხმობ გლობალურ კონფლიქტს. საქართველო უნდა იყოს ძალიან მობილიზებული და ყურადღებით დააკვირდეს ამ პროცესებს, რადგან ის ფაზა, რომელშიც მსოფლიოა შესული, არის უფრო მეტად გაუარესებული, მათ შორის იმაზე მეტად, ვიდრე იყო ცივი ომის პირობებში“, - აღნიშნა ლევან ბოძაშვილმა.

როგორც ცნობილია, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ სირიის მიმართულებით რაკეტებს გაუშვებს.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 801
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია