დაისვენე კურორტ ახალდაბაში
გიორგი კვირიკაშვილი - არ ვიცი, საიდან წამოვიდა ჭორები, თითქოს „ქართული ოცნება“ სხვადასხვა პოლიტიკურ ძალასთან გარიგებაში იმყოფება
ავტორი:
2018/მარტი/30 20:30:01
../photo/2015_02/0-00-1AAAAAMART/kvirikashviliii_28c79.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/485987-giorgi-kvirikashvili-ar-vici-saidan-tsamovida-tcorebi-thithqos-qarthuli-ocneba-skhvadaskhva-politikur-dzalasthan-garigebashi-imyofeba.html", "headline": "გიორგი კვირიკაშვილი - არ ვიცი, საიდან წამოვიდა ჭორები, თითქოს „ქართული ოცნება“ სხვადასხვა პოლიტიკურ ...", "datePublished": "2018-03-30 16:24:47", "dateModified": "2018-03-30 16:24:47", "description": "არ ვიცი, საიდან წამოვიდა ეს ჭორები, რომ „ქართული ოცნება“ თითქოს გარიგებაში იმყოფება სხვადასხვა პოლიტ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAAMART/kvirikashviliii_28c79.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } არ ვიცი, საიდან წამოვიდა ეს ჭორები, რომ „ქართული ოცნება“ თითქოს გარიგებაში იმყოფება სხვადასხვა პოლიტიკურ ძალასთან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ვანში, გივი ჭიჭინაძის წარდგენაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

გიორგი კვირიკაშვილმა შიდა პოლიტიკურ საკითხებზე ისაურბა და აღნიშნა, რომ აღნიშნული ჭორი, სავარაუდოდ, გამომდინარეობს კონსტრუქციული შეთავაზების გამო, როდესაც კახი კალაძემ ქვეყნისთვს მნიშვნელოვან თემებზე სასაუბროდ ოპოზიცია მიიწვია. ამასთან, ოპონენტებთან დიალოგის კონტექსტში გიორგი კვირიკაშვილმა არჩილ ტატუნაშვილის შესახებ მიღებულ რეზოლუციაზეც გაამახვილა ყურადღება.

„არ შემიძლია, ორიოდე სიტყვთ არ შევეხო შიდა პოლიტიკურ საკითხს, რომელიც ბოლო დღეების განმავლობაში ჩემს ყურამდე მოვიდა და ჩემი გაოცება გამოწვია. არ ვიცი, საიდან წამოვიდა ეს ჭორები, რომ „ქართული ოცნება“ თითქოს გარიგებაში იმყოფება სხვადასხვა პოლიტიკურ ძალასთან, “ნაციონალურ მოძრაობას” თუ მათი გაყოფის შედეგად მიღებულ სხვა პოლიტიკურ ძალებთან. მინდა, სრული პასუხისმგებლობით გითხრათ და გავიხსენო თუნდაც ცოტა ხნის წინანდელი ნაბიჯები, რომლებიც ჩვენ გადავდგით. კახი კალაძემ ძალიან კონსტრუქციული შეთავაზებით მიიწვია ისინი ქვეყნისთვს მნიშვნელოვან თემებზე სასაუბროდ, სამწუხაროდ, ეს მოინათლა, თითქოს ჩვენ რაღაც კოალიციაში შევედით.

შემდგომში, მოგეხსენებათ, საქართველოში მოხდა დიდი ტრატეგია - არჩილ ტატუნაშვილის ოჯახის ტრაგედია და მთელი საქართველოს ტრაგედია მაქვს მხედველობაში და პარლამენტმა გადადგა ნაბიჯი და მიიღო ერთობლივი რეზოლუცია, რომელმაც დაგმო ოკუპაცია. ჩვენ გადავდგით ეს ნაბიჯი, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრ ადამიანს ჰქონდა პროტესტი, რომ ჩვენ ერთობლივ განცხადებას ვიღებდით. ნებისმიერი განცხადება, რომელიც მიღებული იყო იმ პოლიტიკური ძალის წევრებთან ერთად, რომლებსაც მონაწილეობა აქვთ მიღებული იმ უმძიმესი მემკვიდრეობის შექმნაში, რასაც 2008 წლის მემკვიდრეობა ჰქვია, პოლიტიკური ძალა, რომელმაც ვერ აიცილა ის უმძიმესი პროვოკაცია რუსეთის მხრიდან საქართველოში და დაგვირგვინდა რუსთის მხრიდან ჩვენი ისტორიული ტერიტორიების ცალმხრივი აღიარებით, ამ ადამიანებს და იმ ადამიანებს, რომლებიც იმდროინდელი ხელისუფლების პირობებში წამყვან თანამდებობაზე იმყოფეობდნენ, არანაირი მორალური უფლება არ აქვთ, ესაუბრონ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას, მინიმუმ ბოდიშის მოხდის გარეშე“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ვანში საკუთარი გუნდის შეცდომებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ შეცდომებს ყველა უშვებს, თუმცა „საქმეს, რომელსაც ვაკეთებთ, ვაკეთებთ სიყვარულით“.

„შეცდომები ჩვენც გვაქვს, ჩვენც არ ვართ უშეცდომო და ის განვითარების პროცესი, რომელიც ქვეყანაში მიმდინარეობს, არ ხდება უშეცდომოდ. რა თქმა უნდა, ჩვენზე კარგად არავინ იცის, სად არის ჩავარდნები და რა არის გამოსასწორებელი ჩვენს ქვეყანაში, მაგრამ საქმეს, რომელსაც ვაკეთებთ, ვაკეთებთ სიყვარულით. ყველა ნაბიჯი, რომელსაც ჩვენ ვდგამთ, საქართველოს სიყვარულიდან გამომდინარეობს, ჩვენი ხალხის, ჩვენი მოსახლეობის, თითოეული ადამიანის სიყვარულიდან და პატივისცემიდან. ამ სიყვარულს შსეუძლია, ააშენოს საქართველოს მომავალი. ამიტომ, ჩვენ დასათმობი თანამდებობები კი არა, დასათმობი საქართველო არ გვაქვს. ჩვენ არ გვაქვს უფლება, ჩვენი ქვეყნის მომავლის შენება დავუთმოთ იმ ადამიანებს, რომლებმაც უმძიმესი კვალი დატოვეს ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში“, -განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 499
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია