დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ლევან გოგიჩაიშვილი პოლიციელთა შეურაცხყოფაზე კანონის გამკაცრებასთან დაკავშირებით შსს არგუმენტებს დემაგოგიურს უწოდებს
ავტორი:
2018/მარტი/30 15:30:02
../photo/2015_02/0-00-1DEC-2016/gogichaishvili.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/485902-levan-gogichaishvili-policieltha-sheurackhyofaze-kanonis-gamkacrebasthan-dakavshirebith-shss-argumentebs-demagogiurs-utsodebs.html", "headline": " ლევან გოგიჩაიშვილი პოლიციელთა შეურაცხყოფაზე კანონის გამკაცრებასთან დაკავშირებით შსს არგუმენტებს დემ...", "datePublished": "2018-03-30 11:38:20", "dateModified": "2018-03-30 11:38:20", "description": "სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლების დაუმორჩილებლობისა და პოლიციელთა შეურაცხყოფისთვის ადმინისტრა...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1DEC-2016/gogichaishvili.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლების დაუმორჩილებლობისა და პოლიციელთა შეურაცხყოფისთვის ადმინისტრაციული სანქციების გაზრდის ინიციატივა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ცხარე დისკუსიის საგანი გახდა.

კერძოდ, დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტროს საკანონმდებლო ინიციატივის განხილვის დღის წესრიგიდან მოხსნა და მსჯელობის სამუშაო ფორმატში გადატანა მოსთხოვა.

ლევან გოგიჩაიშვილმა უარყოფითად შეაფასა მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც პოლიციელის მოთხოვნის დაუმორჩილებლობისა და შეურაცხყოფისთვის ფულადი სანქციის 1000-4000 ლარის ფარგლებში გაზრდას ითვალისწინებს.

როგორც დეპუტატმა საკომიტეტო მოსმენაზე განაცხადა, სანქციების გაზრდას არასდროს კარგი შედეგი არ მოაქვს და წარმოდგენილ ცვლილებებთან დაკავშირებით, უფრო ფაქიზი მიდგომაა საჭირო. გოგიჩაიშგვილმა ამ კონტექსტში წინა ხელისუფლების გამოცდილებაზეც გაამახვილა ყურადღება.

“იცით, რატომ შეიცვალა ხელისუფლება 2012 წელს?! შეიცვალა იმიტომ, რომ პოლიცია იყო რეპრესიული. საზოგადოებას დღესაც აქვს ტკივილი და არ მინდა, რომ ეს გავაგრძელოთ. მე მჭირდება ხედვა, თუ რატომ არის სანქციის გაზრდა აუცილებელი. არ იქნება სწორი, თუ კანონში წარმოდგენილ ცვლილებას ხუთი ხულიგანის გამო შევიტანთ”, - მიმართა ლევან გოგიჩაიშვილმა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს ნათია მეზვრიშვილს, რომელიც კანონპროექტზე მთავარი მომხსენებელია.

თავის მხრივ, მეზვრიშვილმა განმარტა, რომ პოლიციას აქვს გამოწვევა და კანონში ცვლილებების შეტანა საჭიროა.

“დღეს ჩვენს პოლიციელებს შეურაცხყოფას აყენებენ და ეს არის სერიოზული გამოწვევა. სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს დაცვა სჭირდებათ. საჭიროა შეიქმნას დაცვის ეფექტური მექანიზმი, თუნდაც ეს იყოს სანქციის გაზრდა. ჯარიმის გაზრდა საჭიროა იმისთვის, რომ ადამიანებმა არ თქვან: მოდი პოლიციელს შევაგინებ, გადავიხდი 250 ლარს და ხვალ ისევ შევაგინებ”, - განაცხადა მეზვრიშვილმა ლევან გოგიჩაიშვილის პასუხად.

“ქართული ოცნების” დეპუტატმა შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის არგუმენტებს დემაგოგიური უწოდა და იქვე ისიც აღნიშნა, რომ მიჩვეულნი არიან იმას, რომ პარლამენტში მოვლენ და საკითხებს გაიტანენ.

“საკითხს ფუნდამენტური განხილვა სჭირდება. მე აქ ვერ ვხედავ ადამიანების უფლებების დაცვის გარანტიებს”, - დასძინა გოგიჩაიშვილმა.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატანი ცვლილებები იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა. პროექტთან დაკავშირებით შენიშვნები აქვს საპარლამენტო უმცირესობას და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 549
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია