დაისვენე კურორტ ახალდაბაში
თამარ ჩუგოშვილი, სოფიო ქაცარავა და ირინე ფრუიძე ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაციის წევრებს შეხვდნენ
ავტორი:
2017/დეკემბერი/19 16:00:01
../photo/2015_02/0-00-1AAADEC/chugo.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/469396-thamar-chugoshvili-sofio-qacarava-da-irine-fruidze-litvis-sagareo-saqmetha-saministros-delegaciis-tsevrebs-shekhvdnen.html", "headline": "თამარ ჩუგოშვილი, სოფიო ქაცარავა და ირინე ფრუიძე ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაციის წევრებ...", "datePublished": "2017-12-19 12:01:27", "dateModified": "2017-12-19 12:01:27", "description": "საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს, თამარ ჩუგოშვილსა და ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტრ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAADEC/chugo.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს, თამარ ჩუგოშვილსა და ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაციის წევრებს შორის გამართულ შეხვედრაზე აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის შედეგები და საქართველოს და ევროკავშირის თანამშრომლობის გაგრძელების პერსპექტივები განიხილეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, შეხვედრას საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, სოფიო ქაცარავა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირინე ფრუიძე ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოსა და ევროკავშირის თანამშრომლობის იმ ძირითად შედეგებზე, რომელიც ამ ეტაპისთვის ქვეყანას მიღებული აქვს, მათ შორის, ასოცირების შეთანხმების, უვიზო მიმოსვლისა და თავისუფალი ვაჭრობის კუთხით. მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ მნიშვნელოვანია საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებამდე, საქართველომ და ევროკავშირმა აქტიურად ითანამშრომლონ და ამასთანავე, განისაზღვროს, თუ რა ფორმით შეიძლება შუალედურ პერიოდში ევროკავშირმა მხარი დაუჭიროს საქართველოს ინტეგრაციის გზაზე, ასოცირების შეთანხმების შესრულების და რეფორმების განხორციელების მიმართულებით.

თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, ლიტვის მხარდაჭერა არის ძალიან მნიშვნელოვანი.

„ლიტვა არის ჩვენი კარგი პარტნიორი. ძალიან აქტიურად გვეხმარება როგორც პოლიტიკურად, ასევე იმ შედეგების მიღწევაში, რასაც ამ თანამშრომლობის შედეგად მივიღებთ. ლიტვის მხარდაჭერა არის ძალიან მნიშვნელოვანი და მათ კიდევ ერთხელ დააფიქსირეს, რომ საქართველოს, ლიტვის მხრიდან, მხარდაჭერა ექნება ყველა მიმართულებით,“-განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

მხარეებმა საპარლამენტო თანამშრომლობის პერსპექტივებიც განიხილეს. აღინიშნა, რომ ამ მიმართულებით არსებული კავშირები და თანამშრომლობა საკმაოდ აქტიური და ნაყოფიერია.

„ვისაუბრეთ საპარლამენტო თანამშრომლობის შესახებაც. ჩვენ ამ კუთხით საკმაოდ კარგად ვმუშაობთ, მაგრამ ეს შეხვედრა კიდევ ერთ შესაძლებლობას იძლევა, რომ კიდევ უფრო გავაღრმავოთ ეს კონტაქტები,“-განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ თამარ ჩუგოშვილმა.




წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 554
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია