დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
კახა კალაძე - გენგეგმა არ ჩავარდება
ავტორი:
2018/მარტი/29 21:30:02
../photo/2015_02/0-00-1AAAAATEB/kaladze_19268.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/485760-kakha-kaladze-gengegma-ar-chavardeba.html", "headline": "კახა კალაძე - გენგეგმა არ ჩავარდება", "datePublished": "2018-03-29 17:32:14", "dateModified": "2018-03-29 17:32:14", "description": "საუბრები, რომ გენგეგმა ჩააგდეს, არასწორია, გენგეგმა არ ჩავარდება, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAATEB/kaladze_19268.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } საუბრები, რომ გენგეგმა ჩააგდეს, არასწორია, გენგეგმა არ ჩავარდება, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ „ტვ პირველის“ ეთერში საუბრისას განაცხადა. დედაქალაქის მერის თქმით, არსებობს რეალური ხარვეზები რომელზეც თავად „სითი ინსტიტუტიც“ საუბრობს და რომლის გამოუსწორებლობის შემთხვევაში წარმოუდგენელი იქნება მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება.

დედაქალაქის მერის თქმით, მუშაობა „სითი ინსტიტუტთან“ ამ ეტაპზეც მიმდინარეობს, ხოლო სამომავლოდ გააგრძელებს თუ არა ამავე გუნდთან ერთად მუშაობას, ორშაბათს გახდება ცნობილი.

„საუბრები, რომ გენგეგმა ჩააგდეს, არასწორია. გენგეგმა არ ჩავარდება. დოკუმენტი, რომელიც იქნება მიღებული, იქნება ხარისხობრივად მაღალი. გავაგრძელებთ თუ არა იგივე გუნდთან ერთად მუშაობას, ორშაბათს გახდება ცნობილი. უამრავი შეხვედრა მიმდინარეობს „სითი ინსტიტუტის“ წარმომადგენლებთან და კარგია, რომ მათ ამაზე დღეს ისაუბრეს და თავად თქვეს, რომ არის მნიშვნელოვანი თემები, რომელსაც სჭირდება დახვეწა, კვლევები და ა. შ. თუნდაც ტრანსპორტის საკითხში თვითონვე თქვეს, რომ ქალაქს მასტერპლანი არ გააჩნია, ანუ ტრანსპორტის განვითარების გრძელვადიანი გეგმა. შესაბამისად, ჩვენ მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაში რაც არის მოცემული, რომ კარგი იქნებოდა ქალაქის განივი განვითარება, რკინიგზის გადატანა, ხიდების გაკეთება, შეუძლებელია ამ ყველაფრის განხორციელება, თუ კვლევები არ ჩატარდება. ამიტომ ვამბობთ, რომ არის ხარვეზები, რომელიც გამოსასწორებელია“, - განაცხადა კახა კალაძემ.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 544
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია