დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ლევან ხაბეიშვილი დღეს მთავარ პროკურატურაში განაცხადს შეიტანს
ავტორი:
2018/თებერვალი/21 08:30:01
../photo/2015_02/0-00-1AAADEC/xabeishvililevan.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/479327-levan-khabeishvili-dghes-mthavar-prokuraturashi-ganackhads-sheitans.html", "headline": "ლევან ხაბეიშვილი დღეს მთავარ პროკურატურაში განაცხადს შეიტანს", "datePublished": "2018-02-21 04:39:59", "dateModified": "2018-02-21 04:39:59", "description": "თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან ხაბეიშვილი დღეს მთავარ პროკურატურაშ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAADEC/xabeishvililevan.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან ხაბეიშვილი დღეს მთავარ პროკურატურაში განაცხადს შეიტანს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობიდან“ აცნობეს, ლევან ხაბეიშვილი საქართველოს მთავარ პროკურორს ირაკლი შოთაძეს მიმართავს, გამოიძიოს, ჰქონდა თუ არა ადგილი სისხლის სამართლის დანაშაულს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის, გიორგი ტყემალაძის მხრიდან, როდესაც ტყემალაძემ ვარკეთილის მეტროს სადგურში დაკიდული ჭერის კონსტრუქციის ჩამოშალასთან დაკავშირებით საკრებულოში რიგგარეშე სხდომის მოწვევაზე საკრებულოს ოპოზიციას უარი უთხრა.

„ვარკეთილის მეტროს სადგურში დაკიდული ჭერის კონსტრუქციის ჩამოშალასთან დაკავშირებით, საკრებულოში რიგგარეშე სხდომის მოწვევის შესახებ ჩვენმა ფრაქციამ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეს გიორგი ტყემალაძეს წერილობით მიმართა. მიუხედავად კანონიერი უფლებისა, საკრებულოს თავმჯდომარემ სხდომის მოწვევაზე უარი განაცხადა. მთავარ პროკურორს ვთხოვთ, დაინტერესდეს აღნიშნული ფაქტით და გამოიძიოს, ჰქონდა თუ არა ადგილი სისხლის სამართლის დანაშაულს 342 მუხლით, რომელიც გულისხმობს სამსახურეობრივ გულგრილობას და ითვალისწინებს ჯარიმას, ან თავისუფლების აღკვეთას სამ წლამდე ვადით“, – აცხადებენ ფრაქციაში.

ვარკეთილის მეტროს სადგურში დაკიდული ჭერის კონსტრუქცია 30 იანვარს ჩამოიშალა, რის შედეგადაც 14 ადამიანი დაშავდა. აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 542
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია