დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ზაალ უდუმაშვილი - ძალიან ბევრს ცდილობს თბილისის მერია, რომ ისრები გადაიტანონ ნარმანიაზე და ძალიან კარგია, რომ ბატონმა დავითმა ეს შეტევა არ მიიღო
ავტორი:
2018/მარტი/29 00:00:02
../photo/2015_02/0-00-1AAADEC/udumashvil.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/485576-zaal-udumashvili-dzalian-bevrs-cdilobs-thbilisis-meria-rom-isrebi-gadaitanon-narmaniaze-da-dzalian-kargia-rom-batonma-davithma-es-sheteva-ar-miigho.html", "headline": "ზაალ უდუმაშვილი - ძალიან ბევრს ცდილობს თბილისის მერია, რომ ისრები გადაიტანონ ნარმანიაზე და ძალიან კა...", "datePublished": "2018-03-28 19:29:17", "dateModified": "2018-03-28 19:29:17", "description": "ახლა ძალიან ბევრს ცდილობს თბილისის მერიის დღეს მოქმედი ხელმძღვანელობა, რომ ისრები გადაიტანონ დავით...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAADEC/udumashvil.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } ახლა ძალიან ბევრს ცდილობს თბილისის მერიის დღეს მოქმედი ხელმძღვანელობა, რომ ისრები გადაიტანონ დავით ნარმანიაზე და ძალიან კარგი გააკეთა ბატონმა დავითმა, რომ არ მიიღო ეს შეტევა და გამოწვევა, - ამის შესახებ თბილისის მერობის ყოფილმა კანდიდატმა ზაალ უდუმაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ სტუმრობისას განაცხადა, სადაც გენგემასთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა.
მისი თქმით, უმთავრესი ფაქტორია ის, რომ თბილისი განვითარების გენერალური გეგმის გარეშე არ დარჩეს. „ერთი კითხვა მაქვს თბილისის მერიასთან, თუ ისინი ჩააგდებენ გენერალური გეგმის მიღების პროექტს, რა იქნება შემდეგ, კიდევ რამდენი წელი დაგვჭირდება ან თუ აქვთ გათვლილი საერთოდ, რა პერიოდი დაგვჭირდება იმისთვის, რომ ახალი გენერალური გეგმა დაიდოს და რა დუჯდება ეს თბილისის მერიას?! თბილისის მერიისგან პასუხები პრაქტიკულად არ არსებობს, გარდა იმისა, რომ კახი კალაძე ერთსა და იმავე ფრაზას აბრუნებს - „2 800 000 უნდა გადავიხადოთ დოკუმენტში“. არ უნდა გადაიხადოთ, ბატონო, კახი. ორი მილიონი გადახდილია უკვე იმ დოკუმენტში, რომელიც მოწონებულია. ახლა ძალიან ბევრს ცდილობს თბილისის მერიის დღეს მოქმედი ხელმძღვანელობა, რომ ისრები გადაიტანონ დავით ნარმანიაზე და ძალიან კარგი გააკეთა ბატონმა დავითმა, რომ არ მიიღო ეს შეტევა-გამოწვევა და ძალიან მყარი არგუმენტები მოიყვანა ყველაფერზე. ახლა ცდილობენ, რომ ნარმანიას გადაბარლონ ყველაფერი და თვითონ გამოვიდნე სუფთა და იმიტომ არ იღებენ ამ დოკუმენტს“, - განაცხადა უდუმაშვილმა.

მისი თქმით, აქ არის ერთი მთავარი ფატორორი, თბილისი არ უნდა დარჩეს გენერალური გეგმის გარეშე. „მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ეს დოკუმენტი ასი პროცენტით არის იდეალური, ბუნებრივია, მერიას ექნება შენიშვნები, მაგრამ შენიშვნები იმისთვის არსებობს, რომ ეს ყველაფერი მუშა პროცესში გადავიდეს და საბოლო ჯამში კონსენსუსამდე მივიდეთ“, - აღნიშნა უდუმაშვილმა.

გარდა ამისა, ზაალ უდუმაშვილმა ისაუბრა იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არ მივიდა ოპოზიცია პარლამენტში, სადაც გენგეგმის განხილვა მიმდინარეობდა. მისი თქმით, ოპოზიცია გენგეგმის გასახილველად არავის მიუწვევია.

„იქ სიებით იყო შესვლა. ანუ კონკრეტული სიები იყო გამოტანილი, რომელიც დაცვის თანამშრომლებს ეჭირათ. იქ ხალხს სიების მეშვეობით უშვებდნენ. საუბარი იყო იმაზე, რომ უნდა ყოფილიყვნენ უმრავლესობის წევრები და საკრებულოს დეპუტატები. საკრებულოს ჩვენი დეპუტატებისთვის არავის უთქვამს და დაუპატიჟია, რომ იქ მისულიყვნენ. სრული სიცრუეა, როდესაც ქალქის მერი ამბობს, რომ ოპოზიცია არ მოვიდა. ჩაიკეტნენ შიგნით და პარტიზანულად განიხილეს გენერალური გეგმის ის პუნქტები, რომელსაც თბილისის მერია არ ეთახმება, რადგან გუშინდელი ფაქტის შემდეგ მათ არ უნდოდათ, რომ გარკვეული ოპონირება გაეწია ოპოზიციის წარმომადგენლებს მათთვის“, - განაცხადა უდუმაშვილმა.

სასტუმრო „ბილტმორში“ გენგეგმის განხილვის პროცესი თბილისის მერიის, საკრებულოსა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა.

























წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 499
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია