დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ირაკლი კობახიძე - მინდა ყველას მივულოცო უვიზო მიმოსვლის ამოქმედების ერთი წლის იუბილე, რაც ჩვენთვის ძალიან დიდი პრივილეგია და დიდი პასუხისმგებლობაა
ავტორი:
2018/მარტი/28 10:30:01
../photo/2015_02/0-00-1AAAAAMART/kobaxidze_0decb.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/485420-irakli-kobakhidze-minda-yvelas-mivuloco-uvizo-mimosvlis-amoqmedebis-erthi-tslis-iubile-rac-chventhvis-dzalian-didi-privilegia-da-didi-pasukhismgeblobaa.html", "headline": "ირაკლი კობახიძე - მინდა ყველას მივულოცო უვიზო მიმოსვლის ამოქმედების ერთი წლის იუბილე, რაც ჩვენთვის ძ...", "datePublished": "2018-03-28 06:15:50", "dateModified": "2018-03-28 06:15:50", "description": "მინდა ყველას კიდევ ერთხელ მივულოცო უვიზო მიმოსვლის ამოქმედების ერთი წლის იუბილე, რაც არის ჩვენთვის ძ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAAMART/kobaxidze_0decb.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } მინდა ყველას კიდევ ერთხელ მივულოცო უვიზო მიმოსვლის ამოქმედების ერთი წლის იუბილე, რაც არის ჩვენთვის ძალიან დიდი პრივილეგია და პრივილეგიასთან ერთად ეს არის ჩვენი დიდი პასუხისმგებლობა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ მომავალში იმ გადაწყვეტილებას, რომელიც მიიღეს ჩვენმა ევროპელმა მეგობრებმა.

მისი განცხადებით, საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლება, ერთობლივად დაიწყებს მუშაობას უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე.

„ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენ სათანადოდ წარმოვაჩინოთ საკუთარი თავი ევროპელი მეგობრების წინაშე, რაც გახდება იმის საწინდარი, რომ ჩვენ კიდევ უფრო მეტად დავუახლოვდეთ ევროპას და ევროპის კავშირს. უვიზო მიმოსვლასთან არის დაკავშირებული გარკვეული გამოწვევები და ჩვენ ამ ყველაფერზე უნდა ვიზრუნოთ. მათ შორის, თუ არის გარკვეული ზომები მისაღები იმისათვის, რომ ჩვენ ვუზრუნველვყოთ სათანადო პასუხისმგებლობა ამ საკითხის მიმართ საკანონმდებლო ცვლილებებით ან რაიმე სხვა ზომებით, ჩვენ მზად ვართ, რომ ეს ყველაფერი განვიხილოთ. აღმასრულებელ ხელისუფლებასთან ერთად ჩვენ აუცილებლად დავიწყებთ მუშაობას შესაძლო საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომლითაც გაიზრდება პასუხისმგებლობა ჩვენი ევროპელი მეგობრების მიმართ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ, რომლის კომენტარსაც პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 528
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია