დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ოთარ დანელიამ სოფლის მეურნეობის განვითარებასთან დაკავშირებულ სამუშაოებზე ისაუბრა
ავტორი:
2014/აგვისტო/13 13:30:02
სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ "საქართველოს მთავრობა ღია მმართველობის" ფარგლებში სოფლის მეურნეობის განვითარებასთან დაკავშირებით ჩატარებულ სამუშოებზე ისაუბრა.
როგორც ოთარ დანელიამ განაცხადა, მნიშვნელოვანია, რომ წელს ქართული ხილისთვის რუსული ბაზარი გახსნილია და გლეხებს საკუთარი პროდუქტის რეალიზაციის პრობლემა არ აქვთ.
"სწორი სახელმწიფო პოლიტიკის გატარებით ჩვენი გლეხები, ფერმერები და მეწარმეები შეძლებენ მყარად დადგნენ ფეხზე და უპასუხონ იმ ეკონომიკურ გამოწვევებს, რომლის წინაშეც დღეს ჩვენი ქვეყანა დგას – აწარმოონ ევროპული სტანდარტის, ეკოლოგიურად სუფთა, კონკურენტუნარიანი პროდუქცია, რომელიც მყარად დაიმკვიდრებს საკუთარ ადგილს ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე", - განაცხადა მინისტრმა.
ოთარ დანელიამ ყურადღება გაამახვილა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებაზე ხელმოწერის შემდეგ, საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებზე.
"აღნიშნული ხელშეკრულების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილის "ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცის შესახებ" ხელშეკრულების ამოქმედებით, საქართველოში წარმოებულ პროდუქციას, გარკვეული სტანდარტების და პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში, გაეხსნება მსოფლიო უმსხვილესი ბაზარი, რომელიც ამ ეტაპზე 28 ქვეყანას და 500 მლნ-ზე მეტ მომხმარებელს აერთიანებს", - განაცხადა ოთარ დანელიამ.
მინისტრმა სურსათის უვნებლობის, ვერეტინარიისა და მცენარეთა დაცვის მიმართულებით გაწული სამუშაოების შესახებაც ისაუბრა. ყურადღება გაამახვილა ქართული ღვინის ექსპორტის მნიშვნელოვან ზრდაზე და მოახლოებული რთველის წარმატებით ჩატარების აუცილებლობაზე.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1207
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია