დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ირაკლი კობახიძე - ჩვენ ვართ ნებისმიერ დროს მზად იმისთვის, რომ პრეზიდენტს ვუმასპინძლოთ
ავტორი:
2018/მარტი/26 17:00:02
../photo/2015_02/0-00-1AAAAAMART/kobaxidze_abd09.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/485171-irakli-kobakhidze-chven-varth-nebismier-dros-mzad-imisthvis-rom-prezidents-vumaspindzloth.html", "headline": "ირაკლი კობახიძე - ჩვენ ვართ ნებისმიერ დროს მზად იმისთვის, რომ პრეზიდენტს ვუმასპინძლოთ", "datePublished": "2018-03-26 13:15:41", "dateModified": "2018-03-26 13:15:41", "description": "პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, პარლამენტი პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენებით...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAAMART/kobaxidze_abd09.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, პარლამენტი პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლის თარიღთან დაკავშირებით, პრეზიდენტის შეთავაზებას ელოდება.

როგორც კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, საკანონმდებლო ორგანო მზადაა პრეზიდენტს ნებისმიერ დროს უმასპინძლოს.

„ეს არის პრეზიდენტის მოხსენება, შესაბამისად, ინიციატივა არის მის მხარეს. მან უნდა შემოგვთავაზოს ჩვენ მოხსენების თარიღი. ჩვენ შეგვიძლია დაველოდოთ მხოლოდ და მხოლოდ ამ შემოთავაზებას და ჩვენ ვართ ნებისმიერ დროს მზად იმისთვის, რომ ვუმასპინძლოთ საქართველოს პრეზიდენტს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის რეგლამენტით, პრეზიდენტი უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს წინაშე ყოველწლიური მოხსენებით საგაზაფხულო სესიის პირველივე კვირაში უნდა წარდგეს.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 520
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია