დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებს პოლიტიკური საქმიანობის უფლება არ ექნებათ
ავტორი:
2015/იანვარი/08 12:30:02
სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებს პოლიტიკური საქმიანობის უფლება არ ექნებათ. მოქალაქეს, რომელიც სპეციალურ პენიტენციური სამსახურის მოსამსახურედ დაინიშნება, პარტიის წევრობა შეუწყდება.
შესაბამისი ცვლილება "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" კანონში შედის. აღნიშნული პროექტი ერთ-ერთია იმ საკანონმდებლო პაკეტის ფარგლებში, რომელიც სასჯელაღსრულების სფეროს ინსტიტუციურ რეფორმირებას ითვალისწინებს.
"მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" მოქმედი კანონის გათვალისწინებით, პარტიის წევრობა ეკრძალებათ სამხედრო ძალების, შინაგან საქმეთა ორგანოების, ფინანსთა სამინისტროს შესაბამის სამსახურის მოსამსახურეებს, პროკურორებსა და მოსამართლეებს. აღნიშნულ ჩამონათვალს, კანონში დაგეგმილი ცვლილებებით, სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეები ემატება.
პარლამენტში წარდგენილია საკანონმდებლო პაკეტი, რომლის მიღების შემდეგ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება - სასჯელაღსრულების დეპარტამენტი ჩამოყალიბდება როგორც სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი - პენიტენციური დეპარტამენტი. ამასთან, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დაქვემდებარებაში არსებული პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებები გარდაიქმნება სამინისტროს პენიტენციურ დაწესებულებებად და დაგეგმილი ცვლილებების შემდგომ, იფუნქციონირებს დამოუკიდებელი ორგანიზაციული ერთეულის სახით, სამინისტროს სისტემაში.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 945
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია