დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ანრი ოხანაშვილი - სამარცხვინოა, ოპოზიციის მხრიდან „ქართული ოცნების“ მისამართით რაიმე სპეკულაციაზე საუბარი
ავტორი:
2018/მარტი/23 14:00:02
../photo/2015_02/0-00-1AAAAATEB/kiladzeoxanashvili.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/484674-anri-okhanashvili-samarckhvinoa-opoziciis-mkhridan-qarthuli-ocnebis-misamarthith-raime-spekulaciaze-saubari.html", "headline": "ანრი ოხანაშვილი - სამარცხვინოა, ოპოზიციის მხრიდან „ქართული ოცნების“ მისამართით რაიმე სპეკულაციაზე სა...", "datePublished": "2018-03-23 10:03:35", "dateModified": "2018-03-23 10:03:35", "description": "სამარცხვინოა, ოპოზიციის მხრიდან საუბარი „ქართული ოცნების“ მისამართით რაიმე სპეკულაციაზე, მითუმეტე...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAATEB/kiladzeoxanashvili.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } სამარცხვინოა, ოპოზიციის მხრიდან საუბარი „ქართული ოცნების“ მისამართით რაიმე სპეკულაციაზე, მითუმეტეს, სანდრო გირგვლიანის საქმესთან მიმართებაში, - ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ოპოზიციის მხრიდან გამოთქმულ შენიშვნას. ანრი ოხანაშვილის განმარტებით, ოპოზიცია თავისი განცხადებით უგულებელყოფს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას.

„პირველ რიგში, ვურჩევ ოპოზიციას, გაეცნონ ამ კანონპროექტს და შემდგომ გააკეთონ განაცხადებები. რაც შეეხება მათ განცხადებას, ისინი ამით უგულებელყოფენ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას, სადაც მინიშნებები იყო სისტემური ხასიათის ბევრ დანაშაულზე, რომელიც ჩაიდინა 2012 წლამდე არსებულმა ხელისუფლებამ. შესაბამისად, ეს კანონმდებლობა არის საკანონმდებლო რეაქცია ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, საქმეზე „სანდრო გირგვლიანი საქართველოს წინააღმდეგ“. შესაბამისად, სანქციებიც არის გამკაცრებული, თუ რომელიმე სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირი გაბედავს და მისცემს დავალებას კონკრეტული დანაშაულის ჩადენის მიზნით, სახელმწიფოს ექნება უმკაცრესი რეაქცია, ეს გამოხატულია გამკაცრებულ სანქციებში“,–განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

“გირგვლიანის შესწორებების” საკანონმდებლო ინიციატივის ფარგლებში, „სისხლის სამართლის კოდექსის“ 12 მუხლში ცვლილებები შევა და აგრეთვე, კოდექსს 2 ახალი მუხლი დაემატება, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ დღეს გამართლ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ფრაქციამ შეასრულა საზოგადოების წინაშე აღებული ვალდებულება და დღეს ახდენს ამ კანონპროექტის ინიცირებას.




წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 545
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია