დაისვენე კურორტ ახალდაბაში
მაია ფანჯიკიძე - პრემიერმა გაეროში გამოსვლისას საქართველოში მიმდინარე რეფორმებზე გაამახვილა ყურადღება
ავტორი:
2014/სექტემბერი/23 00:30:02
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე გაეროში მოსახლეობისა და განვითარების საერთაშორისო კონფრენციაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვით გამოსვლას გამოეხმაურა.
როგორც ფანჯიკიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, პრემიერისთვის ეს იყო პირველი გამოსვლა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე, მოსახლეობისა და განვითარების ფორუმზე. მინისტრის თქმით, ირაკლი ღარიბაშვილმა ყურადღება გაამახვილა საქართველოში მიმდინარე რეფორმებზე, განსაკუთრებით ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით და აგრეთვე იმ სოციალურ და ჯანდაცვის მიმართულებებზე, რომელიც უკვე განხორციელებულია საქართველოში.
"კერძოდ მან ისაუბრა ადამიანის უფლებათა სტრატეგიაზე, განსაკუთრებით ყურადღება გაამახვილა ანტიდისკრიმინაციულ კანონზე, ისაუბრა ჯანდაცვის სისტემაში განხორციელებულ რეფორმებზე, სოციალურ პაკეტზე, რომელმაც შესაძლებელი გახადა საქართველოს მოსახლეობის დაფინანსება ჯანდაცვის კუთხით. გარდა ამისა, მან ისაუბრა ქალთა უფლებების დაცვაზე და ასევე ლტოლვილების თემასაც შეეხო. ლტოლვილების თემა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემაა გაეროს ფორმატში, რადგანაც მოგეხსენებათ ჩვენ ყოველწლიურად გაგვაქვს რეზოლუცია გაეროს გენერალურ ასამბლეაზე მათი და იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნების შესახებ. ამიტომ მხარდაჭერის მოპოვება ამ კუთხით არის მნიშვნელოვანი და ეს არის ჩვენი მუშაობის ერთ-ერთი ამოცანა, როდესაც ვიმყოფებით გაეროში", - აღნიშნა მაია ფანჯიკიძემ.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 864
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია