დაისვენე კურორტ ახალდაბაში
პარლამენტის ხვალინდელი სხდომა საარჩევნო სისტემაში სავალდებულო გენდერული კვოტირების შემოღების ინიციატივის განხილვით განახლდება
ავტორი:
2018/მარტი/22 20:30:02
../photo/2015_02/0-00-1AAADEC/parlamentibiujeti.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/484561-parlamentis-khvalindeli-skhdoma-saarchevno-sistemashi-savaldebulo-genderuli-kvotirebis-shemoghebis-iniciativis-gankhilvith-ganakhldeba.html", "headline": "პარლამენტის ხვალინდელი სხდომა საარჩევნო სისტემაში სავალდებულო გენდერული კვოტირების შემოღების ინიციატ...", "datePublished": "2018-03-22 16:35:31", "dateModified": "2018-03-22 16:35:31", "description": "ხვალინდელი პლენარული სხდომა საარჩევნო სისტემაში სავალდებულო გენდერული კვოტირების შემოღების ინიციატივ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAADEC/parlamentibiujeti.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } ხვალინდელი პლენარული სხდომა საარჩევნო სისტემაში სავალდებულო გენდერული კვოტირების შემოღების ინიციატივის განხილვით განახლდება.
პარლამენტი პირველი მოსმენით “საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებს იხილავს, რომელიც 37 ათასზე მეტი ამომრჩევლის ხელმოწერით, საინიციატივო ჯგუფმა წარადგინა. განხილვა 21 მარტის სესიაზე დაიწყო და ხვალ გაგრძელდება.

ცვლილებების თანახმად, საპარლამენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში პარტიული სიების წარდგენისას, პარტიებს ევალებათ დაიცვან სქესთა ბალანსი ისე, რომ პარტიულ სიაში ყოველი მეორე განსხვავებული სქესის კანდიდატი წარადგინონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ცენტრალური საარჩევნო კომისია პარტიას უბრუნებს სიას ხარვეზის აღმოსაფხვრელად, ხოლო ხარვეზის აღმოუფხვრელობის შემთხვევაში, პარტია რეგისტრაციას ვერ გაივლის. გარდა ამისა, როგორც პარლამენტის, ასევე საკრებულოს წევრის მიერ მანდატზე უარის თქმის შემთხვევაში, მის ადგილს იკავებს იმავე სიაში რიგით მომდევნო იმავე სქესის კანდიდატი.

უმრავლესობის ერთი ჯგუფი სავალდებულო გენდერული კვოტირების შემოღებას მხარს არ უჭერს, თუმცა, ინიციატივას ჰყავს მომხრეები, რომელთა შორის საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერები არიან.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 579
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია