დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
დიმიტრი ქუმსიშვილი - დარწმუნებული ვარ, ბელარუსის პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ჩვენი ქვეყნების ურთიერთობების გაღრმავებაში
ავტორი:
2018/მარტი/22 13:30:01
../photo/2015_02/0-00-1AAAAAMART/qumsishvili_b0327.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/484462-dimitri-qumsishvili-dartsmunebuli-var-belarusis-prezidentis-oficialuri-viziti-mnishvnelovan-rols-sheasrulebs-chveni-qveynebis-urthierthobebis-gaghrmavebashi.html", "headline": "დიმიტრი ქუმსიშვილი - დარწმუნებული ვარ, ბელარუსის პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი მნიშვნელოვან როლს შეა...", "datePublished": "2018-03-22 09:35:46", "dateModified": "2018-03-22 09:35:46", "description": "პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა საქართველ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAAMART/qumsishvili_b0327.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა საქართველო-ბელარუსის ბიზნეს–ფორუმი გახსნა.

ბელარუსის ბიზნეს–დელეგაცია საქართველოში ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს ვიზიტის ფარგლებში იმყოფება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს, ფორუმს ასევე ბელარუსის პრემიერ-მინისტრის მოადგილე მიხაელ რუსი ესწრება.

ბიზნესფორუმზე სიტყვით გამოსვლისას დიმიტრი ქუმსიშვილმა ხაზი გაუსვა საქართველოსა და ბელარუსს შორის მრავალწლიან მეგობრობას, რომელიც ბოლო წლებში კიდევ უფრო გაძლიერდა.

პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი ძალზედ მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ორი ქვეყნის ურთიერთობების გაღრმავებისა და პარტნიორული თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადასვლის კუთხით.

„ორ ქვეყანას შორის ეფექტური თანამშრომლობის ძალიან კარგი მაგალითია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაზაზე შექმნილი ლიფტების ამწყობი ერთობლივი საწარმოს წარმატებული პროექტი, რომელმაც ეს დღეებია დაიწყო მუშაობა. მოხარული ვარ, რომ საწარმოს გახსნა შესაძლებელი გახდა ბელარუსის პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

პირველმა ვიცე-პრემიერმა ბელარუსის დელეგაციას და ფორუმზე შეკრებილ სტუმრებს ასევე საქართველოში არსებული ბიზნესგარემო და ბოლო წლებში ამ მიმართულებით გატარებული რეფორმები გააცნო. ისაუბრა ეკონომიკურ ზრდასა და ქვეყანაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდაზე და რეფორმებზე, მათ შორის მოგების გადასახადის, მმართველობის რეფორმებზე, სივრცითი მოწყობის რეფორმაზე და სხვა.
დიმიტრი ქუმსიშვილმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი საქართველო-ბელარუსს შორის 2017 წელს გაზრდილ სავაჭრო ბრუნვას, რომელიც 2016 წელთან შედარებით, 24%-ით გაიზარდა და 27,47 მილიონი დოლარი შეადგინა.

საქართველო-ბელარუსის ბიზნესფორუმში 100-მდე ბელარუსული კომპანია მონაწილეობს. ისინი დაინტერესებულნი არიან საქართველოში პარტნიორების მოძიებით და წარმოადგენენ შემდეგ სექტორებს: კვების მრეწველობა, მანქანა-დანადგარების წარმოება, მშენებლობა, ლოგისტიკა და ტურისტული სააგენტოები.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 579
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია