დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ჩიორა თაქთაქიშვილი - საკონსტიტუციო კვორუმის 3/4-დან 2/3-მდე დაწევის ინიციატივას ვენეციის კომისია უკან გადადგმულ ნაბიჯად აფასებს
ავტორი:
2013/ოქტომბერი/14 18:30:03
საკონსტიტუციო კვორუმის 3/4-დან 2/3-მდე დაწევის ინიციატივას ვენეციის კომისია ცალსახად უარყოფითად - უკან გადადგმულ ნაბიჯად აფასებს , - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, დეპუტატმა ჩიორა თაქთაქიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, მმართველი კოალიციის მიერ ინიცირებულ კონსტიტუციური ცვლილების პროექტთან დაკავშირებით, რომელიც კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის წესს ამარტივებს და 3/4–ის ნაცვლად, 2/3-იან კვორუმს აწესებს, ვენეციის კომისიამ საკუთარი დასკვნა 12 ოქტომბრის სხდომაზე დაამტკიცა.
"ვენეციის კომისიის დასკვნის თანახმად, ცვლილება უკან გადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს. მათი შეფასებით, სისტემა არ უზრუნველყოფს კონსტიტუციის საკმარის დაცულობას და პარლამენტის ორ თანმიმდევრულ სესიაზე კენჭისყრის მოთხოვნის ამოღება ყოველგვარი მაკომპენსირებელი ზომის დამატების გარეშე და 2/3 უმრავლესობის მოთხოვნის დაბრუნება, მხოლოდ უკან გადადგმულ ნაბიჯად შეიძლება შეფასდეს. ამასთან, ვენეციის კომისია შემაშფოთებლად მიიჩნევს თავად იმ ფაქტს, რომ კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის წესი იცვლება მანამდე, სანამ მოქმედი წესი არც კი ამოქმედებულა", - აღნიშნა ჩიორა თაქთაქიშვილმა.
მისივე თქმით, ვენეციის კომისიის დასკვნის თანახმად, რომელიც 2010 წლის საკონსტიტუციო რეფორმის ფარგლებში მომზადდა, აუცილებელია, კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანა უფრო მყარი გზით განხორციელდეს, ვიდრე ეს ხმათა 2/3-ია.
"ხელისუფლების ინიციატივით, 2/3 კვორუმის დაბრუნება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ "ქართული ოცნების" მიზანია, ერთპარტიული მმართველობის დამკვიდრება და ოპოზიციის მონაწილეობის გამორიცხვა კონსტიტუციური კანონშემოქმედების პროცესში, რაც აშკარად ეწინააღმდეგება ქვეყნის ევროპული განვითარების კურსს და დემოკრატიული განვითარების პრინციპებს", - აცხადებს თაქთაქიშვილი.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1081
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია