დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტში მიხეილ ჩხენკელთან შეხვედრა გაიმართა
ავტორი:
2018/მარტი/16 21:30:02
../photo/2015_02/0-00-1AAAAAMART/sportisa-da-axalga.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/483488-parlamentis-sportisa-da-akhalgazrdul-saqmetha-komitetshi-mikheil-chkhenkelthan-shekhvedra-gaimartha.html", "headline": "პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტში მიხეილ ჩხენკელთან შეხვედრა გაიმართა", "datePublished": "2018-03-16 17:21:45", "dateModified": "2018-03-16 17:21:45", "description": "პარლამენტის სპორტისა და ახალგაზხრდულ საქმეთა კომიტეტში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAAMART/sportisa-da-axalga.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } პარლამენტის სპორტისა და ახალგაზხრდულ საქმეთა კომიტეტში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრ, მიხეილ ჩხენკელთან გამართულ შეხვედრაზე განათლების სისტემაში სპორტის კომპონენტის გაფართოების შესახებ ისაუბრეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ ყაველაშვილმა მინისტრს კომიტეტის ხედვა, სტრატეგია და სამოქმედო გეგმა გააცნო და დაინტერესდა ამ მიმართულებით განათლების სამინისტროს ხედვით.

„საქართველოს მოსახლეობის 20%-ს ახალგაზრდობა წარმოადგენს. მრავალი გამოწვევა არსებობს ამ სფეროში, რასაც ახალგაზრდების ფიზიკური და ინტელექტუალური განვითარება ჰქვია და ეს გამოწვევები ერთად უნდა დავძლიოთ. სწორედ ამიტომ გვინდა მოვისმინოთ თქვენი გეგმებისა და ხედვების შესახებ“, - განაცხადა ყაველაშვილმა.

სკოლასა და უნივერსიტეტში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებაზე ისაუბრა განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა.
„მიუხედავად იმისა, რომ სპორტი ჩვენი სამინისტროს იურისდიქციაში არ შედის, მე ძალიან ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ სკოლაში, პროფესიულ კოლეჯში და უნივერსიტეტებში ჯანსაღი წესის დამკვიდრებას ისეთივე მნიშვნელობა აქვს, როგორც განათლების მიღებას. ჯანმრთელობის გარდა ეს დაკავშირებულია ყველაზე მთავარ გამოწვევასთან რაც ჩვენს სფეროში გვაქვს, ეს არის ძალადობისა და აგრესიის საკითხი მოზარდებში“, -განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა. მან ისაუბრა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გეგმებზე ამ მიმართულებით.

კომიტეტის წევრებმა თავიანთი მოსაზრებები და წინადადებები გააცნეს მინისტრს. მხარეები შეთანხმდნენ, რომ აღნიშნულ თემებთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრები მომავალშიც გაიმართება.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ პარლამენტის წევრი, ირინა ფრუიძე და სპორტისა და ახალგაზრდულ საკითხთა ეროვნული კონსულტანტი (UNDP) ანატოლი კორეპანოვი.




წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 528
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია