დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ირაკლი აბესაძე - მთავრობაში დაგეგმილი ცვლილებები ფასადური და სპონტანურია, რომელსაც მოსახლეობის ცხოვრების გაუმჯობესებაზე არანაირი გავლენა არ ექნება
ავტორი:
2017/ნოემბერი/15 14:00:02
../photo/2015_02/0-00-1NOEM-2016/abesadze.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/463119-irakli-abesadze-mthavrobashi-dagegmili-cvlilebebi-fasaduri-da-spontanuria-romelsac-mosakhleobis-ckhovrebis-gaumjobesebaze-aranairi-gavlena-ar-eqneba.html", "headline": "ირაკლი აბესაძე - მთავრობაში დაგეგმილი ცვლილებები ფასადური და სპონტანურია, რომელსაც მოსახლეობის ცხოვრ...", "datePublished": "2017-11-15 10:08:46", "dateModified": "2017-11-15 10:08:46", "description": "მთავრობაში დაგეგმილი ცვლილებები ფასადური და სპონტანურია, რომელსაც საბიუჯეტო სახსრების დაზოგვასა და მ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1NOEM-2016/abesadze.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } მთავრობაში დაგეგმილი ცვლილებები ფასადური და სპონტანურია, რომელსაც საბიუჯეტო სახსრების დაზოგვასა და მოსახლეობის ცხოვრების გაუმჯობესებაზე არანაირი გავლენა არ ექნება, - აღნიშნული განცხადება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უმცირესობის წევრმა ირაკლი აბესაძემ გააკეთა.

აბესაძის შეფასებით, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში გაბერილმა ბიუროკრატიულმა ხარჯმა ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე მძიმე გავლენა მოახდინა.

”რამდენიმე კვირის წინ, ბიუჯეტის პროექტის განხილვისას, ”ევროპული საქართველო” ბიუროკრატიული ხარჯების შემცირებისკენ მოგიწოდებდათ - მათ შორის სტრუქტურული ცვლილებების ხარჯზე. თქვენ თავგამოდებით აცხადებდით, რომ შესაბამისი რესურსი არ იყო. იხილავდით ამ რეფორმას და საზოგადოებას დაუმალეთ თუ თავად არ იცოდით? ალბათ უფრო თავად არ იცოდით ამ ცვლილებების შესახებ. ეს ცვლილებები იქნება მორიგი ფასადური და სპონტანური ცვლილებები, რომელიც არ ექნება არანაირ გავლენა საბიუჯეტო სახსრების დაზოგვაზე და შესაბამისად, მოსახლეობის ცხოვრების გაუმჯობესებაზე”, - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 632
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია