დაისვენე კურორტ ახალდაბაში
გიგი წერეთელმა აზერბაიჯანში დაპატიმრებული ჟურნალისტები მოინახულა
ავტორი:
2018/მარტი/16 15:00:02
../photo/2015_02/0-00-1DEC-2016/wereteli2.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/483403-gigi-tserethelma-azerbaijanshi-dapatimrebuli-zhurnalistebi-moinakhula.html", "headline": " გიგი წერეთელმა აზერბაიჯანში დაპატიმრებული ჟურნალისტები მოინახულა", "datePublished": "2018-03-16 11:09:08", "dateModified": "2018-03-16 11:09:08", "description": "გიგი წერეთელმა, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის რანგში, აზერბაიჯანში დაპატიმრებული ჟურნალი...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1DEC-2016/wereteli2.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } გიგი წერეთელმა, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის რანგში, აზერბაიჯანში დაპატიმრებული ჟურნალისტები მოინახულა. წერეთელი აზერბაიჯანის ციხეში ჟურნალისტებს - აზიზ ორუჯიევს და მეჰმან ჰუსეინოვს შეხვდა.

“როგორც ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს, აზერბაიჯანში ოფიციალური ვიზიტის დროს შეხვედრები მქონდა როგორც ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ამავე დროს, არასამთავრობო სექტორთან და გარკვეულ სამოქალაქო აქტივისტებთან. ერთ-ერთი რთული საკითხი, რასაც სამოქალაქო სექტორი აყენებს, რამდენიმე დაპატიმრებული ადამიანის საკითხია. ვითხოვე უფლება, შევსულიყავი საპატიმროში და რამდენიმე ჟურნალისტი მენახა. რა თქმა უნდა, ყველას ნახვას ვერ შევძლებდი, რადგან დრო იყო ცოტა და ზოგიერთი მათგანი ბაქოდან 300-400 კილომეტრის დაშორებით იმყოფება. ნება დამრთეს, რომ მენახა ორი ჟურნალისტი, რომელთა მოსმენა ძალიან საინტერესო იყო. ჩემი მხრიდან შევეცდები თვალი ვადევნო, თუ როგორ განვითარდება მოვლენები და დავეხმარო მათ ხელისუფლებასთან კომუნიკაციაში“, - განუცხადა “ინტერპრესნიუსს“ გიგი წერეთელმა.

კითხვაზე, რამდენად შესაძლებელია ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის სტატუსით ინახულოს პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი, წერეთელმა აღნიშნა, რომ თეორიულად ეს შესაძლებელია.

“ეს პირველი ნაბიჯი იყო. რამდენიმე საათი გამოვყავი და არც ვიცოდი, მოხდებოდა თუ არა დაპატიმრებულ ჟურნალისტებთან შეხვედრა. როცა მუხთარლი მოვიკითხე, გაირკვა, რომ საპატიმრო დაწესებულება, სადაც ის იმყოფება, ბაქოდან 4-5 საათის სავალზეა. ამის დრო ფიზიკურად არ გვქონდა, თუმცა ვნახოთ სამომავლოდ როგორ განვითარდება მოვლენები. იმედი მაქვს, რომ რაღაცნაირად ამ ადამიანებს დავეხმარები და საპატრიმროს რაც შეიძლება მალე დატოვებენ“, - აღნიშნა გიგი წერეთელმა.




წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 549
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია