დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
თეა წულუკიანი - "ნაციონალური მოძრაობა" აჟიოტაჟის შექმნას ცდილობს
ავტორი:
2014/ივლისი/01 18:00:03
უწყებათაშორისი კომისიის სხდომაზე ზურაბ ჭიაბერაშვილის მისვლა არა ჩემს ინტერესებში, არამედ მისი, მისი პარტიის და მათი კანდიდატების ინტერესებშია , - ასე ეხმაურება უწყებათაშორისი კომისიის ხელმძღვანელი, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ჭიაბერაშვილის მიერ კომისიის დღევანდელი სხდომის პროტესტის ნიშნად დატოვების ფაქტს.
როგორც მან ჟურნალისტებს სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა, "ნაციონალური მოძრაობა" აჟიოტაჟის შექმნას ცდილობს, მაგრამ პარტია კომისიასთან თანამშრომლობას გააგრძელებს.
"ძალიან კარგია, რომ "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი მთელი წინასაარჩევნო პერიოდის განმავლობაში და 29 ივნისს ჩატარებული არჩევნების პერიოდშიც კომისიაში მუშაობდა. როგორც გასულ წელს, წელსაც ალბათ მედიაში ნიუსი შექმნეს, მაგრამ ჩვენთან ურთიერთობას წერილობით გააგრძელებენ. ეს მათივე ინტერესებშია. უწყებათაშორისი კომისიის სხდომაზე ზურაბ ჭიაბერაშვილის მოსვლა ჩემს ინტერესებში არ შედის, ეს არის მისი, მისი პარტიის და მათი კანდიდატის ინტერესში, ამიტომ ჩვენთან მუშაობა უნდა გააგრძელონ და დარწმუნებული ვარ, ეს ასეც იქნება", - აღნიშნა წულუკიანმა.
მისივე განმარტებით, კომისიამ დღეს იმ საკითხებთან დაკავშირებით იმსჯელა, რაც გასაკეთებელია არჩევნების მეორე ტურების მშვიდ ვითარებაში ჩასატარებლად. გარდა ამისა, წულუკიანის ცნობით, უწყებათაშორისი კომისია მუშაობის დასრულების შემდეგ რეკომენდაციებს შეიმუშავებს, რომლითაც მიმართავს პარლამენტს საარჩევნო კანონმდებლობის გაუმჯობესების მიზნით.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1042
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია