დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
„ევროპული საქართველო“ პრემიერის პარლამენტში მისვლას ითხოვს
ავტორი:
2018/მარტი/15 14:00:02
../photo/2015_02/0-00-1AMART-2017/evropuli-saqartvelo.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/483166-evropuli-saqarthvelo-premieris-parlamentshi-misvlas-ithkhovs.html", "headline": "„ევროპული საქართველო“ პრემიერის პარლამენტში მისვლას ითხოვს", "datePublished": "2018-03-15 10:07:03", "dateModified": "2018-03-15 10:07:03", "description": "„ევროპული საქართველო“ სკრიპალის საქმეზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ გაკეთებულ განცხა...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AMART-2017/evropuli-saqartvelo.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } „ევროპული საქართველო“ სკრიპალის საქმეზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ გაკეთებულ განცხადებას არაკომპენტურს უწოდებს. ამის შესახებ ნათქვამია პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ და საპარლამენტო უმცირესობა გამოხატავს შეშფოთებას საგარეო საქმეთა მინისტრის, მიხეილ ჯანელიძის მიერ დიდ ბრიტანეთში რუსეთის მიერ დიდი ბრიტანეთის მოქალაქის ქიმიური იარაღით მოწამვლის შესახებ ”ტვიტერზე” გაკეთებული ორაზროვანი განცხადების გამო. მაშინ როცა გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დარწმუნებით განაცხადეს ამ მტრულ აქტში რუსეთის ხელისუფლების პასუხისმგებლობის შესახებ, მინისტრი ჯანელიძე, რუსეთის ხელისუფლების მსგავსად, „სიმართლის დადგენის“ აუცილებლობაზე საუბრობს. ამგვარი განცხადება, როგორც მინიმუმ არაკომპეტენტურია და საქართველოს მოკავშირეების, პირველ რიგში, დიდი ბრიტანეთის მიმართ უპატივცემულობას გამოხატავს“, - ნათქვამია „ევროპული საქართველოს“ განცხადებაში.

პარტიაში მიაჩნიათ, რომ არსებულ ვითარებაში, როცა ცივილიზებული სამყაროს დამოკიდებულება რუსეთის მიმართ სულ უფრო უარყოფითი ხდება, საქართველოს მხრიდან აუცილებელია მეტი აქტიურობა, ”რაშიც არანაირად არ ჯდება პრემიერ-მინისტრის კაპიტულანტური მიმართვა რუსეთის ხელისუფლების მიმართ”.

„როგორც მოგეხსენებათ, სულ რამდენიმე დღეში დიდი ბრიტანეთი აპირებს „მაგნიტსკის სიის“ საკუთარი ვერსიის მიღებას, რომლითაც რუსეთში ადამიანის უფლებების დარღვევაზე პასუხისმგებელი კონკრეტული პიროვნებების მიმართ გატარდება მკაცრი პერსონალური სანქციები. ამ ფონზე, ”ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის” მიღება აღარ უნდა გაჭიანურდეს და დიდი იმედი გვაქვს, საპარლამენტო უმრავლესობა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საბოლოოდ ჩამოყალიბდება. ამავე დროს, მდგომარეობის სერიოზულობიდან გამომდინარე, აუცილებლად მიგვაჩნია მომავალ კვირას, ჟენევის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის წინ, პარლამენტში პრემიერ-მინისტრი კვირიკაშვილის გამოცხადება. აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით საპარლამენტო უმცირესობის სხდომაზე უკვე დაბარებული გვყავს საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელიც თავს არიდებს საკუთარი მოვალეობის შესრულებას“, - ნათქვამია „ევროპული საქართველოს განცხადებაში.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 508
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია