დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სერგი კაპანაძე - თუ მთავრობის წარმომადგენელი ამბობს, რომ ჟენევის ფორმატი არაეფექტურია, ეს ნიშნავს, რომ მთავრობას წარმოდგენა არ აქვს, რას აკეთებს ჟენევის ფორმატი
ავტორი:
2018/მარტი/12 13:00:02
../photo/2015_02/0-00-1IANV-2017/kapanadze_e9555.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/482484-sergi-kapanadze-thu-mthavrobis-tsarmomadgeneli-ambobs-rom-zhenevis-formati-araefeqturia-es-nishnavs-rom-mthavrobas-tsarmodgena-ar-aqvs-ras-akethebs-zhenevis-formati.html", "headline": "სერგი კაპანაძე - თუ მთავრობის წარმომადგენელი ამბობს, რომ ჟენევის ფორმატი არაეფექტურია, ეს ნიშნავს, რ...", "datePublished": "2018-03-12 09:02:04", "dateModified": "2018-03-12 09:02:04", "description": "თუ მთავრობის რომელიმე წარმომადგენელი ამბობს, რომ ჟენევის ფორმატი არაეფექტურია, ეს ნიშნავს, ", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1IANV-2017/kapanadze_e9555.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } თუ მთავრობის რომელიმე წარმომადგენელი ამბობს, რომ ჟენევის ფორმატი არაეფექტურია, ეს ნიშნავს, რომ მთავრობას წარმოდგენა არ აქვს, რას აკეთებს ჟენევის ფორმატი, რაც ძალიან სამწუხაროა, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" წევრმა სერგი კაპანაძემ ჟენევის ფორმატთან დაკავშირებით დევნილთა და განსახლების მინისტრის სოზარ სუბარის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

როგორც კაპანაძემ აღნიშმა, ეს ნიშნავს, რომ მათ უბრალოდ არ ესმით ამ საერთაშორისო ფორმატის მნიშვნელობა.

”აქედან გამომდინარე, შეფასება, რომ ეს ფორმატი არაეფექტური იყო მისი ფორმატის გამო, არის უბრალოდ არასწორი და არც მიკვირს ამ მთავრობის წარმომადგენლბისგან ასეთი განცხადება. რაც შეეხება დონის აწევას, ეს, რა თქმა უნდა, არის შესაძლებელი. ეს არ არის პრობლემა. უბრალოდ აქ არის საკითხი, რაც უკავშირდება სხვა მონაწილეების დამოკიდებულებას ამ თემის მიმართ. მიმაჩნია, რომ დონის აწევა ის მიმართულებაა, რომელზეც მუშაობა შეიძლება, ოღონდ ნებისმიერ ასეთ განცხადებას და მცდელობას თან უნდა ახლდეს კარგი გაანალიზება იმისა, ხომ არ გამოიწვევს ეს ფორმატის გაუქმებას, ან თუნდაც რუსეთის როლის შეცვლას ფორმატის შიგნით. სწორედ ამიტომ ვიყავით ჩვენ - "ევროპული საქართველო" შეშფოთებულები, როდესაც პრემიერ-მინისტრის მხრიდან მოვისმინეთ ერთ კონტექსტში საუბარი ასევე პირდაპირ დიალოგზე ცხინვალთან და სოხუმთან. ეს შეიძლება ნიშნავდეს იმას, რომ მაშინ ჟენევის ფუნქცია შემცირდება, ამიტომ მთავრობის თუ სხვა წარმომადგენლები, როდესაც საუბრობენ ჟენევის ფორმატის შეცვლაზე, კარგია თუ ამას გაითვლისწინებს, რომ ჟენევის დაკარგვა შეიძლება იყოს ძალიან დიდი პრობლემა ჩვენთვის", - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა განაცხადა. რომ ”უნდა ვისაუბროთ ჟენევის ფორმატის ცვლილებაზე”. სუბარი ფიქრობს, რომ ჟენევის ფორმატი თავიდანვე არაეფექტურად იქნა ჩაფიქრებული თუ განხორციელებული.

ამასთან, მინისტრი მიიჩნევს, რომ საჭიროა, უფრო მაღალი დონის იყოს ეს შეხვედრები. კერძოდ, ქვეყნის პირველი პირების დონეზე იქნებოდა სასურველი.

შეგახსენებთ, რომ გასული წლის ბოლოს პარლამენტში მთავრობის დამტკიცების დროს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟენევის დისკუსიების ფორმატის მინისტრის დონეზე ამაღლების და მასში პირადად ჩართვის მზადყოფნა გამოთქვა.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 600
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია