დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
"ნაციონალური მოძრაობა" პოლიტსაბჭოს საგანგებო სხდომას მართავს
ავტორი:
2013/დეკემბერი/22 15:30:02
"ნაციონალური მოძრაობის" ცენტრალურ ოფისში პარტიის პოლიტსაბჭოს გაფართოებული სხდომა მიმდინარეობს.
როგორც სხდომის დაწყებამდე ნაციონალური მოძრაობის წევრებმა განაცხადეს, პოლიტსაბჭოზე ისინი განიხილავენ ყველა მთავარ და მნიშვნელოვან საკითხს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ გააგრძელებს პარტია საქმიანობას, რა პოლიტიკურ და სამართლებრივ ბერკეტებს გამოიყენებს, რომ "ქვეყანამ უკუსვლა არ გააგრძელოს".
ოპოზიციის ლიდერების თქმით, საქართველოს არჩევანი არის დასავლური და ხელისუფლების დღევანდელი ცვლილებები კი ხელს უშლის საქართველოს გზას დასავლეთისკენ.
"რასაც დღევანდელი ხელისულება აკეთებს, ოპოზიციას ეს ვერაფერს დააკლებს. პირიქით, ეს ჩვენთვის არის დამატებითი მოტივაცია, რომ უფრო აქტიურად ვიმოქმედოთ", - აღნიშნეს ოპოზიციის ლიდერებმა.
რაც შეეხება კონკრეტულ გადაწყვეტილებებს, როგორც მათ განაცხადეს, ამაზე პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ისაუბრებენ.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1278
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია