დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ევროპარლამენტარი - საქართველო ცდილობს გვითხრას, რომ შიდაპოლიტიკური საკითხები ევროკავშირის საქმე არ არის, ასეთი მიდგომა სახიფათოა
ავტორი:
2018/მარტი/12 10:30:02
../photo/2015_02/0-00-1AAAAAMART/austrevichusipetras.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/482442-evroparlamentari-saqarthvelo-cdilobs-gvithkhras-rom-shidapolitikuri-sakithkhebi-evrokavshiris-saqme-ar-aris-asethi-midgoma-sakhifathoa.html", "headline": "ევროპარლამენტარი - საქართველო ცდილობს გვითხრას, რომ შიდაპოლიტიკური საკითხები ევროკავშირის საქმე არ ა...", "datePublished": "2018-03-12 06:43:28", "dateModified": "2018-03-12 06:43:28", "description": "საქართველოს მთავრობა ცდილობს გვითხრას, რომ პოლიტიკური საკითხები - კანონის უზენაესობა, მედიის თავისუფ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAAMART/austrevichusipetras.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } საქართველოს მთავრობა ცდილობს გვითხრას, რომ პოლიტიკური საკითხები - კანონის უზენაესობა, მედიის თავისუფლება თუ ოპოზიციასთან თანამშრომლობა - ევროკავშირის საქმე არ არის და თავად მიხედავენ. ასეთი მიდგომა სახიფათოა, - ამის შესახებ ლიტველმა ევროპარლამენტარმა პეტრას აუსტრევიჩუსმა „კვირის პალიტრასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

„მინდა აღვნიშნო პრობლემის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, რომელიც ზოგჯერ ავიწყდებათ საქართველოს კრიტიკოსებს: თქვენს ქვეყანას სთხოვენ, ჰქონდეს უფრო მაღალი სტანდარტები, ეს იქნება ადამიანის უფლებები, ეკონომიკური რეფორმები თუ სამართალწარმოება, ვიდრე მანამდე გქონდათ. ასოცირების ხელშეკრულება ნიშნავს, რომ საქართველო ევროპულ სტანდარტებს დაამკვიდრებს, მაგრამ ეს ერთ დღეში არ მოხდება. მე კი ვიტყოდი, რომ თბილისში ზოგჯერ რეფორმების მიმართ სელექციურ მიდგომას ცდილობენ. გვეუბნებიან: აი, ამას გავაკეთებთ, ეს გადავდო, ეს არ გვინდა. ასე საქმე არ გამოვა. საქართველოს აქვს შანსი, წინ წავიდეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს მხოლოდ ქაღალდებზე ხელმოწერას - ცვლილებები რეალური უნდა იყოს“, - განაცხადა ევროპარლამენტარმა.

მან მოუწოდა ქართველ პოლიტიკოსებს, რეფორმებისადმი სელექციურ მიდგომას ნუ გამოავლენენ.

„ჩვენ საქართველოს ბევრი რამის გაკეთება ვთხოვეთ, მაგრამ თვითონაც შევასრულეთ პირობა და უვიზო რეჟიმი ავამუშავეთ. ეს იყო ბრიუსელიდან აღიარება, რომ საქართველო სწორ გზაზე დგას. მაგრამ ვხედავთ, რომ პოლიტიკურ საკითხებში, იქნება ეს კანონის უზენაესობა, მედიის თავისუფლება თუ ოპოზიციასთან თანამშრომლობა, მთავრობა ცდილობს გვითხრას, რომ ეს ევროკავშირის საქმე არ არის, ნუ ჩაერევით, ჩვენ თვითონ მივხედავთო. ასეთი მიდგომა სახიფათოა. არ მინდა გავაზვიადო და ვთქვა, რომ ამას მასშტაბური ხასიათი აქვს, მაგრამ თუ ეს სისტემურ მიდგომად იქცევა, ნაბიჯს უკან გადადგამთ“, - დასძინა ევროპარლამენტარმა.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 539
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია