დაისვენე კურორტ ახალდაბაში
გიორგი ბარამიძე პრემიერის განცხადებაზე - ასე საწყლად და თავჩაქინდრულის პოზიციიდან რუსეთს არ უნდა ესაუბრო - ტყუილად არ არის ნათქვამი - ”მოსკოვს ცრემლების არ სჯერა”
ავტორი:
2018/მარტი/09 14:30:02
../photo/2015_02/000-IVNISI-2013/baramidze-giorgi.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/482165-giorgi-baramidze-premieris-ganckhadebaze-ase-satsylad-da-thavchaqindrulis-poziciidan-ruseths-ar-unda-esaubro-tyuilad-ar-aris-nathqvami-moskovs-cremlebis-ar-sjera.html", "headline": "გიორგი ბარამიძე პრემიერის განცხადებაზე - ასე საწყლად და თავჩაქინდრულის პოზიციიდან რუსეთს არ უნდა ესა...", "datePublished": "2018-03-09 10:41:54", "dateModified": "2018-03-09 10:41:54", "description": "პრემიერ-მინისტრის მიმართვით რუსეთის ხელისუფლებისადმი, საქართველოს ხელისუფლება გამოჩნდა ხელგაწვდილისა...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/000-IVNISI-2013/baramidze-giorgi.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } პრემიერ-მინისტრის მიმართვით რუსეთის ხელისუფლებისადმი, საქართველოს ხელისუფლება გამოჩნდა ხელგაწვდილისა და დამცირებულის პოზიციიდან, რაც არასასიამოვნო ემოციას ბადებს, - ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” ”ნაციონალური მოძრაობის” წევრმა გიორგი ბარამიძემ განუცხადა. მისი თქმით, ”თავჩაქინდრულის პოზიციიდან ლაპარაკი და დამეხმარეს ტონი რუსეთთან არ ჭრის”.

”მცდელობა მისასალმებელია, მაგრამ ის არ ასახავს იმ რეალობას, რაც არის საქართველო-რუსეთს შორის. ამ განცხადებით ხელგაწვდილის და დამცირებულის პოზიციიდან გამოჩნდა საქართველოს ხელისუფლება, რაც არასასიამოვნო ემოციას ბადებს. გაუგებარია რას გულისხმობს პრემიერ-მინისტრი იმასთან დაკავშირებით, თუ რა ნაბიჯები უნდა გადადგას კიდევ საქართველომ, რომ თავისი ინტერესები დაიცვას. მე ვფიქრობ, უფრო უპრიანი იქნებოდა პრემიერ-მინისტრს საერთაშორისო საზოგადოებისთვის მიემართა და შეეხსენებინა რუსეთისთვის, რომ არსებობს საერთაშორისო ვალდებულებები. ასე საწყლად, ასეთი ტონის განცხადება, მითუმეტეს ისედაც რუსეთი საქართველოს შეურაცხყოფისგან თავს არ იკავებს, შეუსაბამოა. თავის მოსაწყლებით, თავჩაქინდრულის პოზიციიდან ლაპარაკი და დამეხმარეს ტონი, არ ჭრის რუსეთთან. რუსეთს რა თქმა უნდა შეურაცხყოფით არ უნდა ელაპარაკო და მის მიმართ აგრესია არ უნდა განახორციელო, მაგრამ არც ასე თავის მოსაწყლებით უნდა ესაუბრო. ტყუილად არ არის ნათქვამი - ”მოსკოვს ცრემლების არ სჯერა”. ჩვენ უნდა ველაპარაკოთ რუსეთს პრინციპულად, მტკიცეთ და მუდმივად უნდა გავახსენოთ ის საერთაშორისო ვალდებულებები, რომელიც აქვს აღებული”, - განაცხადა ბარამიძემ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ცხინვალში, არჩილ ტატუნაშვილის გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალების საკითხზე მორიგ განცხადებას ავრცელებს.

მთავრობის მეთაური მიმართავს რუსეთის ფედერაციის უმაღლეს ხელისუფლებას, „დღევანდელი დღისა და მომავალი თაობების წინაშე პასუხისმგებლობის გაცნობიერებით, გადავდგათ ერთობლივი ნაბიჯები აღნიშნული რთული ვითარების დასაძლევად“.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 757
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია