დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენი მიზანი არის საქართველოს გამთლიანება და გაძლიერება
ავტორი:
2014/ოქტომბერი/17 15:00:02
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, დღეიდან ეგრისობის დღესასწაული აღდგენილია და ამიერიდან ის ტრადიციული გახდება. ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა სენაკში, ეგრისობის დღესასწაულისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
პრემიერის განცხადებით, იმ ადგილს, სადაც ამჟამად იმყოფებიან, უდიდესი სიმბოლური დატვირთვა აქვს და უახლესი ისტორიის ფონზე ის კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს.
"ქუჯის ციხე საქართველოს სახელმწიფოებრივი გამთლიანების სიმბოლოა ჩვენთვის. ჩვენმა დიდმა, სახელოვანმა წინაპრებმა სწორედ აქ ჩაუყარეს საფუძველი ერთიანი, ძლიერი საქართველოს სახელმწიფოს ჩამოყალიბების იდეას.
ჩვენი ფარნავაზ მეფის და ეგრისის და სვანეთის ერისთავის ქუჯის გადაწყვეტილება იყო პატრიოტული, უდიდესი სახელმწიფოებრივი აზროვნებით განპირობებული პროგრესული პოლიტიკური ნაბიჯი, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა და საფუძველი დაუდო ერთიანი ქართული სახელმწიფოს ჩამოყალიბებას. ეს იყო უმნიშვნელოვანესი ეტაპი საქართველოს სახელმწიფოებრიობის ისტორიაში. ეგრისობის დღესასწაული არ არის მხოლოდ ერთი კუთხის ზეიმი, ეს არის ჩვენი ხალხის ისტორიულ მეხსიერებაში დალექილი, ერთად ყოფნის სურვილი. შემთხვევითი არ არის, რომ ამ დღესასწაულის გასამართად სწორედ ციხე-გოჯი შეირჩა. ეს არის ადგილი, რომელიც ყოველთვის გვახსენებს უდიდეს ისტორიულ მოვლენას და შეგვახსენებს ჩვენ, ქართველებს, რა ძალა აქვს ერთობას, თანადგომას და მხარდაჭერას საერთო მიზნის მისაღწევად", -განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მისი თქმით, დღესაც, როგორც ბევრჯერ, საქართველოს ისტორიის განმავლობაში ჩვენს სამშობლოს, ჩვენს სახელმწიფოს სჭირდება საკუთარი ხალხის ერთიანობა.
"ჩვენი მიზანიც არის საქართველოს გამთლიანება, გაძლიერება და ჩვენი მოსახლოების კეთილდღეობა ერთიან ძლიერ საქართველოში. ჩვენ ყველამ ერთად უნდა ავაშენოთ ძლიერი, ევროპული ტიპის, თანამედროვე და განვითარებული სახელმწიფო. ჩვენს ხალხს აქვს ამის პოტენციალი. ჩვენი ხალხი ამას იმსახურებს, ამიტომ, ჩვენმა მთავრობამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ თითოეულ მოქალაქეს შეუმნას ღირსეული პირობები, განვითარების პირობები იმისათვის, რომ ჩვენი ნიჭიერი ერი განვითარდეს, გაძლიერდეს და სრულად გამოიყენოს თავისი უზარმაზარი პოტენციალი", -განაცხადა ღარიბაშვილმა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, დღეს სამეგრელოს რეგიონში მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო, დაათვალიერა თხილის ახალი საწარმოები, სათბურის მეურნებები.
მისი თქმით, მიმდინარებს სენაკი-ნოქალაქევი-ბანძა-ხონის 15 კმ-იანი საავატომობილო გზის რეაბილიტაცია.
"ეს მონაკვეთი ყოველთვის დაზიანებული იყო. თუ ადრე კონკრეტული მონაკვეთის გავლას სჭირდებოდა ერთი საათი, აღდგენის შემდეგ მხოლოდ 15 წუთი დასჭირდება. ეს გზა იქნება კიდევ ერთი ნაბიჯი ტურიზმის განვითარებისთვისაც. კეთილმოწყობილი გზები და ინფრასტრუქტურა ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას და უფრო მეტ სტუმარს მოიზიდავს ამ რეგიონში. ამიტომ, მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ ტურისტული პოტენციალი. ეს გააჩენს სამუშაო ადგილებს და დამატებით შემოსავალს მოუტანს ჩვენს ხალხს. ჩვენ ამაში გვერდში დაგიდგებით და ხელს შეგიწყობს", -მიმართა პრემიერმა ადგილობრივებს.
ირაკლი ღარიბაშვილმა მოსახლეობას პირობა მისცა, რომ თითოეული ადამიანი ძალიან მალე იგრძნობს და დაინახავს სასიკეთო ძვრებს.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1055
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია