დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ადა მარშანია “პატრიოტთა ალიანსის“ წევრების ცხინვალის რეგიონში ყოფნისა და საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებთან შეხვედრის შესახებ ინფორმაციას უარყოფს
ავტორი:
2018/მარტი/07 18:30:01
../photo/2015_02/0-00-1ATEB-2017/marshania.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/481910-ada-marshania-patriottha-aliansis-tsevrebis-ckhinvalis-regionshi-yofnisa-da-saokupacio-rezhimis-tsarmomadgenlebthan-shekhvedris-shesakheb-informacias-uaryofs.html", "headline": "ადა მარშანია “პატრიოტთა ალიანსის“ წევრების ცხინვალის რეგიონში ყოფნისა და საოკუპაციო რეჟიმის წარმომად...", "datePublished": "2018-03-07 14:38:10", "dateModified": "2018-03-07 14:38:10", "description": "პარლამენტის წევრი ადა მარშანია “პატრიოტთა ალიანსის“ წევრების ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში ყოფნისა ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1ATEB-2017/marshania.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } პარლამენტის წევრი ადა მარშანია “პატრიოტთა ალიანსის“ წევრების ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში ყოფნისა და საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებთან შეხვედრის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს.

“ჩვენი წარმომადგენლები ცხინვალში ფიზიკურად არ არიან. ზოგადად, ჩვენ მათთან გარკვეული კავშირები გვაქვს. თუკი რაიმე შეგვეძლება, რომ დადებითი როლი ვითამაშოთ, ამას დიდი სიამოვნებით გავაკეთებთ. თუკი საჭირო იქნება წავალთ, მაგრამ ჯერ ასეთი რამ გადაწყვეტილი არ არის“, - განუცხადა “ინტერპრესნიუსს“ ადა მარშანიამ.

“რუსთავი2“-ის ინფორმაციით, “პატრიოტთა ალიანსის“ წევრები ამ წუთებში, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში იმყოფებიან და საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებს ხვდებიან.

მოლაპარაკების მთავარი თემა, არჩილ ტატუნაშვილთან ერთად დაკავებული, საქართველოს ორი მოქალაქის, ახალგორის რაიონიდან საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოყვანაა. უცნობია კიდევ რა საკითხებს განიხილავენ შეხვედრაზე.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 680
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია