დაისვენე კურორტ ახალდაბაში
თამარ კეკენაძე - „ქართულმა ოცნებამ“ ”საზოგადოებრივი მაუწყებელი” პარტიული პროპაგანდის იარაღად აქცია
ავტორი:
2018/მარტი/07 14:30:02
../photo/2015_02/0-00-1AAAAATEB/kekenadze.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/481854-thamar-kekenadze-qarthulma-ocnebam-sazogadoebrivi-mautsyebeli-partiuli-propagandis-iaraghad-aqcia.html", "headline": "თამარ კეკენაძე - „ქართულმა ოცნებამ“ ”საზოგადოებრივი მაუწყებელი” პარტიული პროპაგანდის იარაღად აქცია ", "datePublished": "2018-03-07 10:38:35", "dateModified": "2018-03-07 10:38:35", "description": "„ქართულმა ოცნებამ“ ”საზოგადოებრივი მაუწყებელი” პარტიული პროპაგანდის იარაღად აქცია, - ასე აფასებს ,,...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAATEB/kekenadze.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } „ქართულმა ოცნებამ“ ”საზოგადოებრივი მაუწყებელი” პარტიული პროპაგანდის იარაღად აქცია, - ასე აფასებს ,,თავისუფალი დემოკრატების“ გენერალური მდივანი თამარ კეკენაძე ”საზოგადოებრივ მაუწყებელთან” დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებებს.

კეკენაძის თქმით, ცვლილებები, რომელიც პოლიტიკური პარტიების, სამოქალაქო საზოგადოების, მედიის, საქართველოს პრეზიდენტის აქტიური წინააღმდეგობის მიუხედავად ხელისუფლებამ მაინც დაამტკიცა, უარყოფით რყევებს გამოიწვევს მედია ბაზარზე, შეავიწროებს კერძო მაუწყებლებს და ამავდროულად, შექმნის საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებული მაუწყებლის გაუმჭვირვალედ საქმიანობის, კორუფციული გარიგებების დადების კანონიერ შესაძლებლობას.

„საზოგადოებრივი მაუწყებელი” გვეკუთვნის ჩვენ, საქართველოს მოქალაქეებს, რადგან ჩვენი გადახდილი გადასახადებიდან ვაფინანსებთ ამ ტელევიზიას. ”საზოგადოებრივი მაუწყებლის” მთავარი ამოცანაა ემსახურებოდეს ჩვენი საზოგადოების ინტერესებს. ამ დროს, ,,ქართულმა ოცნებამ“ ”საზოგადოებრივი მაუწყებელი” აქცია პარტიული პროპაგანდის იარაღად, გააუქმა ყველა ის გადაცემა, რომელიც ქვეყნის ევროატლანტიკური კურსის გამყარებას ემსახურებოდა, დახურა ევროპული ბიურო, მმართველ საბჭოში აპირებს შეიყვანოს პრორუსული განწყობის მქონე ადამიანები და კანონის ცვლილებით ხელ-ფეხს უხსნის კორუფციულ გარიგებებს. ამავდროულად, სხვა კერძო ტელევიზიებს უსპობს მუშაობის შესაძლებლობას. ჩვენი, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების მოთხოვნაა, შეიცვალოს კანონი, დაიწყოს გამოძიება იმ ფინანსურ დარღვევებზე, რომლებიც სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გამოავლინა და აღდგეს პროდასავლური გადაცემები“, - განაცხადა თამარ კეკენაძემ.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 505
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია