დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სოფიო ქაცარავა - უმრავლესობის მიზანია არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე ერთიანი, მტკიცე რეზოლუციის მიღება
ავტორი:
2018/მარტი/07 12:00:02
../photo/2015_02/0-00-1AAAAATEB/qacarava_f2c4c.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/481793-sofio-qacarava-umravlesobis-mizania-archil-tatunashvilis-saqmeze-erthiani-mtkice-rezoluciis-migheba.html", "headline": "სოფიო ქაცარავა - უმრავლესობის მიზანია არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე ერთიანი, მტკიცე რეზოლუციის მიღება", "datePublished": "2018-03-07 08:10:36", "dateModified": "2018-03-07 08:10:36", "description": "საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, სოფიო ქაცარავას განცხადებით, უმრავლესობის მიზანია არჩილ ტატუნაშვილ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAATEB/qacarava_f2c4c.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, სოფიო ქაცარავას განცხადებით, უმრავლესობის მიზანია არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე ერთიანი, მტკიცე რეზოლუციის მიღება. როგორც დეპუტატმა ჟურნალისტებთან განაცხადა, საკითხზე მსჯელობა ამ დრომდე მიმდინარეობს, ამიტომ დღეს საკითხთან დაკავშირებით სესიაზე კენჭისყრა არ იქნება.

„ჩვენ გუშინ, კომიტეტის ფარგლებში გვქონდა რეზოლუციების განხილვა. ჩვენი მიზანია, მივიღოთ ერთიანი, მტკიცე და პრონციპული რეზოლუცია და სწორედ ამას ემსახურება ის კონსულტაციები, რასაც გავდივართ. დღეს სესიაზე არ გვექნება კენჭისყრა, რადგან ვმსჯელობთ, ამ საკითხზე. ჩვენთვის მთავარია ამოცანაა, მივიღოთ შეჯერებული და პრინციპული რეზოლუცია“, - განაცხადა სოფიო ქაცარავამ.

დეპუტატის განცხადებით, კონსულტაციები სანქციების ნაწილთან დაკავშირებითაც მიმდინარეობს და ამას ემსახურება მიმდინარე მსჯელობა. მისი თქმით, უმრავლესობაა ყველანაირი იდეის განსახილველად მზადაა.

ცხინვალის რეგიონში არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფის თაობაზე პარლამენტში რეზოლუციის ორი პროექტია მომზადებული. ამათგან ერთის ავტორი უმრავლესობაა, ხოლო მეორის – საპარლამენტო უმცირესობა.
თემა: არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობა ცხინვალში გია ვოლსკი - არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე ერთობლივი რეზოლუციის მიღება საერთო სახელმწიფო ინტერესებშია
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 842
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია