დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ეკა ბესელია არასამთავრობოებს მართლმსაჯულების რეფორმის მეოთხე ტალღის ფარგლებში დაგეგმილ რეფორმებს აცნობს
ავტორი:
2017/დეკემბერი/16 14:00:02
../photo/2015_02/0-00-1AAMAI-2017/beselia_9178e.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/468927-eka-beselia-arasamthavroboebs-marthlmsajulebis-reformis-meothkhe-talghis-farglebshi-dagegmil-reformebs-acnobs.html", "headline": "ეკა ბესელია არასამთავრობოებს მართლმსაჯულების რეფორმის მეოთხე ტალღის ფარგლებში დაგეგმილ რეფორმებს აცნ...", "datePublished": "2017-12-16 10:11:13", "dateModified": "2017-12-16 10:11:13", "description": "იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია არასამთავრობო სექტორს მართლმსაჯულების რეფორმის მ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAMAI-2017/beselia_9178e.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია არასამთავრობო სექტორს მართლმსაჯულების რეფორმის მეოთხე ტალღის ფარგლებში დაგეგმილ რეფორმებს აცნობს.

კომიტეტის თავმჯდომარე და მისი მოადგილე გედევან ფოფხაძე პარლამენტში კოალიცია "დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულების" წევრებს ხვდება.

როგორც ბესელიამ შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა, რეფორმის მეოთხე ტალღა ოთხ საკითხს ეხება, მათ შორის მოსამართლეების დისციპლინურ პასუხისმგებლობასა და საქმეთა განხილვების დაჩქარებას.

"შექმნილია სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომელშიც ხელისუფლების სამივე შტოა ჩართული - სასამართლო, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლება და ასევე რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაცია. ძალიან დიდი ინტერესია ამ რეფორმის მიმართ. ეს არის გაგრძელება იმ სამი ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმის. ამ ეტაპზე, ამ ფორმატში ჩვენ ვმუშაობთ ოთხ საკითხზე. ეს არის დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხები, ასევე საქმეთა განხილვის დაჩქარება და საქმეთა ნაკადის მართვა. ამ მიმართულებით უკვე მომზადებულია პირველი პროექტი, რომელიც ეხება სამოქალაქო და ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილებებს. ეს ცვლილებები მოსამართლეებს დაეხმარება, რომ უფრო სწრაფად განიხილონ საქმეები. ასევე ვმუშაობთ იუსტიციის საბჭოსა და იუსტიციის უმაღლესი სკოლის საკითხებზე. ამ შეხვედრაზე არასამთავრობოებს გავუზიარებთ სამუშაო ჯგუფის ფორმატში, რა თემებია მომწიფებული და საუბარი იქნება იმ სამოქმედო გეგმაზე, რომელიც მომავალი წლიდან გულისხმობს ამ რეფორმის გაგრძელებას", - განაცხადა ბესელიამ.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 559
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია