დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გიორგი ტყემალაძე - ბიბლიოთეკების საკითხი პოლიტიკაზე მაღლა უნდა დავაყენოთ
ავტორი:
2018/მარტი/06 18:30:01
../photo/2015_02/0-00-1AAAAIANV/tyemaladze.png { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/481685-giorgi-tyemaladze-bibliothekebis-sakithkhi-politikaze-maghla-unda-davayenoth.html", "headline": "გიორგი ტყემალაძე - ბიბლიოთეკების საკითხი პოლიტიკაზე მაღლა უნდა დავაყენოთ ", "datePublished": "2018-03-06 14:33:19", "dateModified": "2018-03-06 14:33:19", "description": "თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAIANV/tyemaladze.png", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ბიბლიოთეკებთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა. საკრებულოს ინფორმაციით, გიორგი ტყემალაძემ განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები მედიით ავრცელებენ ინფორმაციას იმის შესახებ, თითქოს ხელისუფლება ბიბლიოთეკებს ყიდის. როგორც გიორგი ტყემალაძემ განაცხადა, ეს არის საკითხი, რომელიც პოლიტიკაზე მაღლა უნდა დადგეს.

„ეს ყველას გვეხება, ჩვენ შვილებს ეხებათ, თქვენს შვილებს ეხებათ, წიგნიერებაზეა საუბარი და ყველამ უნდა ავიღოთ პასუხისმგებლობა იმაზე, რომ ბიბლიოთეკების რეფორმა წარმატებული იყოს. რამდენჯერმე მიიღეთ თბილისის მერის მოადგილისგან პასუხი და მაინც აცხადებთ, რომ ბიბლიოთეკებში თანამშრომელთა შემცირება იგეგმება. დღეს მთელი დღის განმავლობაში გიხსნიან, რომ არაფერს ვამცირებთ და არაფერს ვყიდით,“- განაცხადა ტყემალაძემ.

მისივე თქმით, ოპოზიცია განცხადებებს პოლიტიკური მოტივით აკეთებს.

„თუ კონსტრუქციულად გინდათ თანამშრომლობა და მართლა გაწუხებთ ბიბლიოთეკების საკითხი, კომისიის სხდომებს დაესწარით, თქვენს კითხვებზე პასუხები მიიღეთ და თუ რამე არ მოგეწონებათ, მერე თქვით, რომ არ მოგწონთ. ეს თქვენი ნებაა, მაგრამ თეთრზე შავიაო, ნუ გვიმტკიცებთ,“- განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

საკრებულოს თავმჯდომარემ „ნაციონალურ მოძრაობას“ მოუწოდა, სიტუაციის არევას ნუ ეცდებიან და განაცხადა, რომ უმრავლესობიდან „ნაციონალური მოძრაობის“ შოუში მონაწილეობას არავინ მიიღებს.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 667
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია