დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
დავით ნარმანია ნიკა მელიას დებატებს სთავაზობს
ავტორი:
2014/ივნისი/20 19:30:02
კოალიცია "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატი დავით ნარმანია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მერობის კანდიდატ ნიკა მელიას დებატებს სთავაზობს. როგორც დღეს, კოალიცია "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე დავით ნარმანიამ განაცხადა, დემოკრატიულად ჩატარებული არჩევნები აჩვენებს იმას, რომ ინფორმირებული ამომრჩეველი იღებს მთავარ გადაწყვეტილებას და სწორედ მასზეა დამოკიდებული, თუ ვინ და როგორ აირჩიოს.
"ჩვენ საზოგადოებას რეალურ და კონკრეტულ შედეგზე გათვლილი წინასაარჩევნო პროგრამა და სამოქმედო გეგმა შევთავაზეთ, განსხვავებით ჩვენი ოპონენტისგან, რომელსაც საკმაოდ პოპულისტურ მიმართულებებზე აგებული საარჩევნო გეგმები და დაპირებები ჰქონდა. აგრეთვე იყო შეუსრულებელი დაპირებები, მთელ რიგ შემთხვევებში, ვინაიდან საკითხები, რომლებიც პროგრამაში იყო მოცემული, სწორედ ცენტრალური ხელისუფლების უფლებამოსილებას განეკუთვნებოდა და არა ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილებას, - აღნიშნა დავით ნარმანიამ.
კოალიცია "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატის თქმით, არჩევნების მეორე ტური დემოკრატიულად ჩატარებული არჩევნების ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი ნიშანია.
"ამიტომ, ჩვენ მზად ვართ მეორე ტურისთვის. მე მინდა ოპონენტს შევთავაზო საერთაშორისო ფორმატით, საერთაშორისო წესებით დადგენილი ფორმით დებატების ჩატარება, სადაც ნებისმიერ ტელევიზიას მიეცემა შესაძლებლობა დასვას კითხვები და მიიღოს პასუხები მისთვის საინტერესო კითხვებზე", – აღნიშნა დავით ნარმიანიამ.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 999
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია