დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
საგარეო საქმეთა სამინისტრო ნატო-სა და წევრი ქვეყნების ექსპერტებთან ერთად 2018 წლის წლიურ ეროვნულ პროგრამას განიხილავს
ავტორი:
2018/მარტი/05 10:00:02
../photo/2015_02/0-00-1AAPR-2017/sagareo_0f817.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/481361-sagareo-saqmetha-saministro-nato-sa-da-tsevri-qveynebis-eqspertebthan-erthad-2018-tslis-tsliur-erovnul-programas-ganikhilavs.html", "headline": "საგარეო საქმეთა სამინისტრო ნატო-სა და წევრი ქვეყნების ექსპერტებთან ერთად 2018 წლის წლიურ ეროვნულ პრო...", "datePublished": "2018-03-05 05:59:02", "dateModified": "2018-03-05 05:59:02", "description": "5-6 მარტს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ნატო-ს სამეკავშირეო ოფისისა და ბულგარეთის რესპუბლი...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAPR-2017/sagareo_0f817.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } 5-6 მარტს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ნატო-ს სამეკავშირეო ოფისისა და ბულგარეთის რესპუბლიკის საელჩოს მხარდაჭერით სამუშაო შეხვედრას გამართავს „წინსვლა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე".

როგორც “ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, სამუშაო შეხვედრის ფარგლებში ჩრდილო ატლანტიკური ორგანიზაციისა და ნატო-ს წევრი ქვეყნების ექსპერტებთან ერთად განხილული იქნება საქართველოს 2018 წლის წლიური ეროვნული პროგრამის (ANP) რიგით მე-10 პროექტი.

აღსანიშნავია, რომ სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობენ ალიანსის წევრი ქვეყნებიდან ექსპერტები, ასევე საქართველოში აკრედიტებული ნატო-ს წევრი ქვეყნების საელჩოების და წლიურ ეროვნულ პროგრამაში ჩართული უწყებების წარმომადგენლები.

აღსანიშნავია, რომ ნატო-ს და წევრი ქვეყნების ექსპერტების მიერ სამუშაო შეხვედრაზე გამოთქმული რეკომენდაციების გათვალისწინებით, საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის სახელმწიფო კომისია დაამტკიცებს 2018 წლის წლიურ ეროვნულ პროგრამას, რის შემდეგაც ქართული მხარე დოკუმენტს ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე უკვე ალიანსს წარუდგენს.

საქართველო წლიურ ეროვნულ პროგრამას 2009 წლიდან წარმატებით ახორციელებს.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 655
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია