დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
პრემიერის ხელმძღვანელობით, ხვალ ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის 51-ე სხდომა გაიმართება
ავტორი:
2014/დეკემბერი/18 20:30:02
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, ხვალ ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის 51-ე სხდომა გაიმართება.
სხდომას ევროპასთან ინტეგრაციის პროცესში ჩართული ყველა სამთავრობო უწყების ხელმძღვანელი დაესწრება.
როგორც "ინტერპრესნიუსს" პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურიდან აცნობეს, სხდომის დღის წესრიგით განიხილება საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და ასოცირების დღის წესრიგის 2014 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის განხორციელების მდგომარეობა, 2015 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის პროექტი და ევროინტეგრაციის საკითხთა კომუნიკაციისა და ინფორმაციის შესახებ საქართველოს მთავრობის 2014-2017 წლების სტრატეგიის 2014 წლის სამოქმედო გეგმის განხორციელების კუთხით არსებული მდგომარეობა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1009
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია