დაისვენე კურორტ ახალდაბაში
კახა კალაძე "საერთაშორისო გამჭვირვალობის“ კვლევაზე - მთავრობის ერთ-ერთი მინუსი ის იყო, რომ ჩვენ შესაბამისად ვერ მიგვქონდა ინფორმაცია მოსახლეობამდე
ავტორი:
2018/მარტი/03 13:00:06
../photo/2015_02/0-00-1AAAAATEB/kaladze-33.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/481224-kakha-kaladze-qsaerthashoriso-gamtcvirvalobis-kvlevaze-mthavrobis-erth-erthi-minusi-is-iyo-rom-chven-shesabamisad-ver-migvqonda-informacia-mosakhleobamde.html", "headline": "კახა კალაძე "საერთაშორისო გამჭვირვალობის“ კვლევაზე - მთავრობის ერთ-ერთი მინუსი ის იყო, რომ ჩვენ...", "datePublished": "2018-03-03 09:06:09", "dateModified": "2018-03-03 09:06:09", "description": "მთავრობის ერთ-ერთი მინუსი ასევე იყო ის, რომ ჩვენ შესაბამისად ვერ მიგვქონდა ინფორმაცია მოსახლეობამდე,...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAATEB/kaladze-33.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } მთავრობის ერთ-ერთი მინუსი ასევე იყო ის, რომ ჩვენ შესაბამისად ვერ მიგვქონდა ინფორმაცია მოსახლეობამდე, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" მიერ გამოქვეყნებული კვლევის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მან აღნიშნა, რომ კვლევას არ გასცნობია და არ იცის, რაზე დაყრდნობით არის დასკვნა გაკეთებული.

"არ მინახავს დასკვნა, ან რაზე დაყრდნობით აქვს გაკეთებული, არც ის ვიცი, ამიტომ გამიჭირდება შეფასების გაკეთება. ზოგადად, ყოველთვის ვამბობდი და ახლაც გავიმეორებ, რომ ჩვენი გუნდის, მთავრობის ერთ-ერთი მინუსი ასევე იყო ის, რომ ჩვენ შესაბამისად ვერ მიგვქონდა ინფორმაცია მოსახლეობამდე, არ იყო ისეთი კომუნიკაცია, რომ მიგვეწოდებინა ინფორმაცია გაკეთებულ თუ განსახორციელებელ პროექტებთან დაკავშირებით. ამის პრობლემა იდგა. შესაბამისად, გამიჭირდება შეფასების გაკეთება, რადგან არ ვიცი, რაზე დაყრდნობითაა ეს კვლევა გაკეთებული, რა ციფრებია მოცემული და ა.შ. ", - განაცხადა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ინფორმაციით, ხელისუფლების “პიარისათვის” საბიუჯეტო დანახარჯები გაზრდილია.

როგორც ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, საჯარო უწყებების პრესსამსახურებში დასაქმებულ თანამშრომელთა და მათი ანაზღაურების ოდენობა მკვეთრად გაიზარდა.

“საკვლევი პერიოდის განმავლობაში 2012-დან 2017 წლის ოქტომბრის ჩათვლით საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში დასაქმებულთა ანაზღაურებამ 55 მილიონ 400 ათას ლარზე მეტი შეადგინა, საიდანაც 49 მილიონ 75 ათას ლარზე მეტი 2013-2017 წლებში, “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ დაიხარჯა. კვლევა ეყრდნობა 121 საჯარო უწყებიდან გამოგზავნილ ინფორმაციას“, - აცხადებენ ორგანიზაციაში.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 601
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია