დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სომხეთში საქართველოს ელჩი - საქართველოსა და სომხეთს შორის დიალოგი ინტენსიურად ვითარდება
ავტორი:
2018/მარტი/02 11:00:01
../photo/2015_02/0-00-1AAAAAMART/saganelidze_c1a9c.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/481014-somkhethshi-saqarthvelos-elchi-saqarthvelosa-da-somkheths-shoris-dialogi-intensiurad-vithardeba.html", "headline": "სომხეთში საქართველოს ელჩი - საქართველოსა და სომხეთს შორის დიალოგი ინტენსიურად ვითარდება", "datePublished": "2018-03-02 07:12:48", "dateModified": "2018-03-02 07:12:48", "description": "საქართველოსა და სომხეთს შორის დიალოგი ინტენსიურად ვითარდება, - ამის შესახებ სომხეთში საქართველოს ელ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAAMART/saganelidze_c1a9c.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } საქართველოსა და სომხეთს შორის დიალოგი ინტენსიურად ვითარდება, - ამის შესახებ სომხეთში საქართველოს ელჩმა გიორგი საგანელიძემ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის სომხეთში ვიზიტის შეფასებისას განაცხადა. მისი თქმით, ორი ქვეყნის ხელისუფლებებს შორის არსებობს ურთიერთგაგების მაღალი დონე.

”საქართველოსა და სომხეთს შორის ინტენსიურად ვითარდება დიალოგი. ეს ნათლად ჩანს უმაღლესი და მაღალი დონის ვიზიტების სიხშირით, ასევე ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებით. რასაკვირველია, ორივე ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია ისეთი მიმართულებების განვითარება, როგორიც არის ტრანსპორტი, ენერგეტიკა, ტურიზმი, კულტურა, განათლება. ცალკე აღნიშვნას მოითხოვს ის შედეგები, რაც ტურიზმის სფეროში გვაქვს. შარშან, ვიზიტორების რაოდენობა სომხეთიდან საქართველოში მილიონნახევარს გადააჭარბა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ორი ქვეყნის ხელისუფლებებს შორის არსებობს ურთიერთგაგების მაღალი დონე”, - განაცხადა საგანელიძემ.

პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით, საქართველოს დელეგაცია დღეს, ერთდღიანი ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკას ეწვევა.

პრემიერ-მინისტრი სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის მეთაურს, კარენ კარაპეტიანს პირისპირ შეხვდება, რის შემდეგაც მოლაპარაკებები გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდება, სომხეთის რესპუბლიკისა და საქართველოს მთავრობის წევრების მონაწილეობით.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, გიორგი კვირიკაშვილი პირისპირ შეხვედრას გამართავს სომხეთის პრეზიდენტ სერჟ სარგსიანთან. დაგეგმილია პრემიერის სტუმრობა ერევნის შემოქმედებითი ტექნოლოგიების ცენტრში - „თუმო“.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 722
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია