დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ბორჯომის საკრებულოს ფრაქცია ”ქართული ოცნება” საპროტესტო აქციას გამართავს, სადაც საკრებულოს თავმჯდომარის გადადგომას მოითხოვს
ავტორი:
2018/მარტი/01 14:00:01
../photo/2015_02/0-00-1AAAAAMART/kvirkvelia.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/480872-borjomis-sakrebulos-fraqcia-qarthuli-ocneba-saprotesto-aqcias-gamarthavs-sadac-sakrebulos-thavmjdomaris-gadadgomas-moithkhovs.html", "headline": "ბორჯომის საკრებულოს ფრაქცია ”ქართული ოცნება” საპროტესტო აქციას გამართავს, სადაც საკრებულოს თავმჯდომა...", "datePublished": "2018-03-01 10:02:56", "dateModified": "2018-03-01 10:02:56", "description": "ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია ”ქართული ოცნება” დღეს, 17:00 საათზე, ბორჯომში საპროტესტო...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAAMART/kvirkvelia.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია ”ქართული ოცნება” დღეს, 17:00 საათზე, ბორჯომში საპროტესტო აქციას გამართავს და საკრებულოს თავმჯდომარის ზაზა ჩაჩანიძის გადადგომას მოითხოვს.

როგორც ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კვირკველიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ზაზა ჩაჩანიძე ”ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან” ერთად ცდილობს ბორჯომის პარალიზება მოახდინოს და მის განვითარებას შეუშალოს ხელი. შესაბამისად, ირაკლი კვირკველია აცხადებს, რომ საპროტესტო აქციები გაგრძელდება მანამდე, სანამ საკრებულოს თავმჯდომარე ზაზა ჩაჩანიძე არ დატოვებს თანამდებობას.

”გუშინ საკრებულოს სხდომაზე 28 საკითხს დავუჭირეთ მხარი. მათ შორის იყო ზაზა ჩაჩანიძე, თუმცა ალბათ ნიკა მელიასთან შეთანხმებით აცხადებს, რომ ხელს არ მოაწერს ამ დოკუმენტს. ის კანონის იგნორირებას აკეთებს. ეს არის ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” და ზაზა ჩაჩანიძის ერთად დადგმული საბოტაჟი ბორჯომის მოსახლეობის წინააღმდეგ. ისეთი სურათი იხატება, თითქოს საუბარი მხოლოდ ხელფასებს შეეხებოდეს. სინამდვილეში გაჩერებულია ყველანაირი ინფრასტრუქტურული სამუშაოები. მერიის თანამშრომლები მუდმივად მუშაობენ მოქალაქეების საკეთილდღეოდ, თუმცა ამ ყველაფერს ხელს უშლის ზაზა ჩაჩანიძე, ნიკა მელია მიხეილ სააკაშვილთან შეთანხმებით. ზაზა ჩაჩანიძის მხარდასაჭერად თავად ”პატრიოტთა ალიანსიც” კი არ ჩამოვიდა, რომელ პარტიასაც წარმოადგენს ის. ჩვენ გავმართავთ აქციას, რათა გადადგეს ჩაჩანიძე. ეს ადამიანი თუ უნდათ წაიყვანოს ”ნაციონალურმა მოძრაობამ” მიშასთან, ან ვანო მერაბიშვილთან, თუმცა საკრებულოს თავმჯდომარე ის არ უნდა იყოს”, - განაცხადა ”ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ირაკლი კვირკველიამ.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 579
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია