დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
„ევროპული საქართველო“ დღეს პარლამენტში „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ შექმნის ინიციატივას დაარეგისტრირებს
ავტორი:
2018/მარტი/01 13:30:02
../photo/2015_02/0-00-1AAAAAMART/baqradze_c8ebe.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/480863-evropuli-saqarthvelo-dghes-parlamentshi-othkhozoria-tatunashvilis-siis-sheqmnis-iniciativas-daaregistrirebs.html", "headline": "„ევროპული საქართველო“ დღეს პარლამენტში „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ შექმნის ინიციატივას დაარეგისტრი...", "datePublished": "2018-03-01 09:36:14", "dateModified": "2018-03-01 09:36:14", "description": "„ევროპული საქართველო“ დღეს პარლამენტში „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ შექმნის ინიციატივას დაარეგისტრი...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAAMART/baqradze_c8ebe.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } „ევროპული საქართველო“ დღეს პარლამენტში „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ შექმნის ინიციატივას დაარეგისტრირებს.

„ევროპული საქართველოს“ ინიციატივით „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია“ უნდა შეიქმნას, რომლის მიხედვითაც სანქციები უნდა შეეხოთ იმ ადამიანებს, რომლებიც რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის პირობებში საქართველოს მოქალაქეების გატაცებასა და მკვლელობებში არიან ეჭვმიტანილები.

როგორც პარტიაში დღეს გამართულ ბრიფინგზე დავით ბაქრაძემ განაცხადა, საჭიროა მიღებული იქნეს სპეციალური ზომები იმისთვის, რომ სეპარატისტული ხელისუფლების თუ რუსეთის საოკუპაციო ხელისუფლების წარმომადგენელმა, რომლებიც მოახდენენ საქართველოს მოქალაქეების, ქართველების მკვლელობას, წამებას, ფიზიკურ შეურაცხყოფას ან სხვაგვარ დასჯას, მათ წინააღმდეგ მიღებული იქნება უმკაცრესი ზომები.

„არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის ფაქტმა გამოაჩინა რამდენად დაუცველი არიან საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე ან მიმდებარე რაიონებში ცხოვრობენ. ამ მკვლელობამ კიდევ ერთხელ გამოაჩინა რადენად თავგასულად და დაუსჯელად გრძნობენ თავს სეპარატისტული ხელისუფლებები და მათი მმართველები რუსეთიდან. ამ მკვლელობამ კიდევ ერთხელ გამოაჩინა, რომ თუ საქართველოს ხელისუფლება არ გადადგამს სპეციფიურ ზომებს, ჩვენ ვერასდროს ვერ შევძლებთ დავიცვათ ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე და უსაფრთხოება. ამიტომ „ევროპული საქართველო“ გამოვდივართ ინიციატივით, გაკეთდეს სპეციალური სანქციების სია, რომელსაც ჩვენ „ოთხოზორია–ტატუნაშვილის სიას“ ვუწოდებთ და მიღებული იქნეს სპეციალური ზომები იმისთვის, რომ თითოეული ადამიანი სეპარატისტული ხელისუფლების თუ რუსეთის საოკუპაციო ხელისუფლების წარმომადგენელი, რომელიც მოახდეს საქართველოს მოქალაქეების, ქართველების მკვლელობას ან მათ წამებას, ფიზიკურ შეურაცხყოფას ან სხვაგვარ დასჯას, თითოეულმა ასეთმა ადამიანმა იცოდეს, რომ მათ წინააღმდეგ მიღებული იქნება უმკაცრესი ნაბიჯები და ეს ნაბიჯები მათ შეეხებათ ყველგან, სადაც ფეხს გადგამენ საოკუპაციო რეჟიმის გარეთ“, – განაცხადა ბაქრაძემ.

მისივე თქმით, საერთაშორისო მასშტაბით ასეთი სანქცირება და ასეთი სია მიღებული პრაქტიკაა. მან გაიხსენა „მაგნიცკის სია“, რომელიც შეეთებულ შტატებში და ევროპის ტერიტორიაზე მოქმედებს. ბაქრაძე მიიჩნევს, რომ ასეთივე სია უნდა გაკეთდეს საქართველოშიც.
„თითოეულმა მკვლელმა იცოდეს, რომ მათ ფეხქვეშ მიწა დაიწვება და ოკუპირებული ტერიტორიიდან ფეხს ვერ გადგამენ სასჯელის გარეშე. ასეთი ნაბიჯებისა და ზომების გარეშე, ვფიქრობ, ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებისა და სიცოცხლის დაცვა შეუძლებელი იქნება“, – განაცხადა ბაქრაძემ.
მან მიმართა მთავრობას და იმედი გამოთქვა, რომ შედეგება საქმიანი და კონსტრუქციული კონსულტაციები ამ საკითხზე, რადგან ეს პარტიული თემა არ არის.

ბრიფინგზე თავად ინიციატივის შესახებ მისმა ავტორმა სერგი კაპანაძემ ისაუბრა.

მისივე თქმით, ამ ინიციატივაში გაწერილია კონკრეტული ზომები, რომელიც მიღებული უნდა იყოს საქართველოს ხელისუფლების მიერ. კერძოდ, უნდა მოხდეს იმ ადამიანების იდენტიფიცირება, რომლებიც მკვლელობებში და სხვა ტიპის დანაშაულების ჩადენაში არიან ეჭვმიტანილი.

„ყველას გვახსენდება, მაგალითად ოთხოზორიას მკვლელი რაშიდ კანჯი ოღლი, რომელსაც ამ საშინელ მკვლელობაზე პასუხი არ უგია. ამ ადამიანების მიმართ ქვეყნის შიგნით უნდა იყოს სამართლებრივი დევნა, ასევე თუ მათ გარკვეული ქონება გააჩნიათ, ის უნდა იყოს დაყადაღებული. ჩვენი პარტნიორების მიერ ეს ადამიანები ჩასმული უნდა იყვნენ ე.წ. „შავ სიებში“, რომელიც გავრცელდება ქონების ტრანზაქციაზე, ასევე სავიზო კუთხით. გარდა ამისა, ვიცით, რომ საქართველოში არსებობს პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანების სახელმწიფო სერვისების შეთავაზებას, ასევე, გარკვეული ტიპის შეღავათებს, ეს პროგრამები არ უნდა გავრცელდეს ამ ადამიანებზე“, – განაცხადა კაპანაძემ.

მისივე თქმით, ამ წინადადებებს „ევროპული საქართველო“ დღეს პარლამენტში დაარეგისტრირებს და უმრავლესობას მიმართავს, გაითვალისწინონ მათი შეთავაზება.

თემა: არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობა ცხინვალში დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო - არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალება სამხრეთ ოსეთის ინტერესებში არანაირად არ შედიოდა
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 667
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია