დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
მიხეილ ჯანელიძემ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით საგანგებო შეხვედრა გამართა
ავტორი:
2018/თებერვალი/28 16:30:01
../photo/2015_02/0-00-1AAAAATEB/janelidze_2533b.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/480681-mikheil-janelidzem-diplomatiuri-korpusis-tsarmomadgenlebthan-archil-tatunashvilis-gardacvalebasthan-dakavshirebith-sagangebo-shekhvedra-gamartha.html", "headline": "მიხეილ ჯანელიძემ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებასთან დაკავში...", "datePublished": "2018-02-28 12:25:44", "dateModified": "2018-02-28 12:25:44", "description": "საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ საქართველოში აკრედიტებული დიპ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAATEB/janelidze_2533b.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით საგანგებო შეხვედრა გამართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე საგარეო უწყების ხელმძღვანელმა დიპლომატებს ინფორმაცია მიაწოდა ბოლო განვითარებების თაობაზე და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ არსებული რთული ვითარების შესახებ.

შეხვედრაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ გამოთქვა ქართული მხარის მოთხოვნები. კერძოდ, მოხდეს არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის დაუყოვნებლივი გადმოცემა, დაკავებულ საქართველოს მოქალაქეებს: ლევან ქუტაშვილსა და იოსებ პავლიაშვილს მიეცეთ საოკუპაციო ხაზის გადმოკვეთის შესაძლებლობა და არ შეექმნათ დაბრკოლებები ქართული მხარის მიერ საფუძვლიანი გამოძიების ჩატარებას, მათ შორის საერთაშორისო აქტორების შესაძლო მონაწილეობით.

როგორც შეხვედრაზე საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, მომხდარი კიდევ ერთხელ მოწმობს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებებისა და უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების ამოქმედების აუცილებლობას.

მინისტრმა მადლობა გადაუხადა საერთაშორისო თანამეგობრობას და პარტნიორ სახელმწიფოებს აქტიური გამოხმაურებისა და მხარდაჭერისთვის. ასევე, სთხოვა ძალისხმევის კონსოლიდაცია და ქმედითი ზომების გატარება რუსეთის მიმართ, ადგილზე ეფექტური კონტროლის განმახორციელებელი ძალის მიერ ადამიანის უფლებების დაცვის უზრუნველყოფის, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შესრულებისა და ქვეყნის დეოკუპაციის მიზნით.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 636
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია