დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ნინო ლომჯარია - არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემის გაჭიანურება იმ მიზანს ემსახურება, რომ ექსპერტიზამ გარდაცვალების გამომწვევი მიზეზები ვერ დაადგინოს
ავტორი:
2018/თებერვალი/27 11:30:01
../photo/2015_02/0-00-1AAADEC/lomjaria_926a1.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/480402-nino-lomjaria-archil-tatunashvilis-ckhedris-gadmocemis-gatcianureba-im-mizans-emsakhureba-rom-eqspertizam-gardacvalebis-gamomtsvevi-mizezebi-ver-daadginos.html", "headline": "ნინო ლომჯარია - არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემის გაჭიანურება იმ მიზანს ემსახურება, რომ ექსპერტი...", "datePublished": "2018-02-27 07:27:34", "dateModified": "2018-02-27 07:27:34", "description": "ჩემი აზრით, არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემის გაჭიანურება იმ მიზანს ემსახურება, რომ ექსპერტიზამ ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAADEC/lomjaria_926a1.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } ჩემი აზრით, არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემის გაჭიანურება იმ მიზანს ემსახურება, რომ ექსპერტიზამ გარდაცვალების გამომწვევი მიზეზები ვერ დაადგინოს, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ განაცხადა.

"ალბათ, გარკვეულწილად მოსალოდნელიც იყო, რომ ცხინვალის მხარე და ოკუპანტი სახელმწიფო აგვიანებს ცხედრის გადმოცემას. ასეთ ფაქტს ჰქონდა ადგილი 2014 წელსაც, როცა საქართველოს მოქალაქის ცხედარის გადმოცემა იმდენად დაგვიანებით მოხდა, რომ ექსპერტიზის შედეგად ვერ დადგინდა მისი გარდაცვალების მიზეზი. ჩემი აზრით, ცხედრის გადმოცემის გაჭიანურება იმ მიზანს ემსახურება, რომ ექსპერტიზამ გარდაცვალების გამომწვევი მიზეზები ვერ დაადგინოს. ცდილობენ ცხედრის მაქსიმალურად დამალვას. ალბათ, საერთაშორისო მექანიზმების გზით უნდა მოვახდინოთ ზეწოლა რუსეთის ხელისუფლებაზე, რომ ცხედარი დროულად იქნას გადმოცემული", - განაცხადა ლომჯარიამ.

ომბუდსმენი მიიჩნევს, რომ გათვალისწინებული და დაცული უნდა იყოს იმ მოქალაქეების უფლებები, რომლებიც ვერ ახერხებენ საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას.
"მაქსიმალულად, სამართლებრივი დახმარების გაწევით თუ სხვა გზებით მათი უსაფრთხოება და ხელშეუხებლობა უნდა იყოს დაცული და თავი უნდა იგრძნონ დაცულად", - აღნიშნა ომბუდსმენმა.

22 თებერვალს, საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს 3 მოქალაქე - არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი ახალგორში დააკავა. 23 თებერვალს კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ არჩილ ტატუნაშვილი გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა.

თემა: არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობა ცხინვალში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტი არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების გამო შეშფოთებას გამოხატავს და მომხდარს გმობს
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 517
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია