დაისვენე კურორტ ახალდაბაში
უცხოური მედია მოლდოვაში დაგეგმილ საერთაშორისო კონფერენციას ეხმაურება, რომელშიც ირაკლი კობახიძე მიიღებს მონაწილეობას
ავტორი:
2018/თებერვალი/24 10:30:03
../photo/2015_02/0-00-1AAAAATEB/media.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/480018-uckhouri-media-moldovashi-dagegmil-saerthashoriso-konferencias-ekhmaureba-romelshic-irakli-kobakhidze-miighebs-monatsileobas.html", "headline": "უცხოური მედია მოლდოვაში დაგეგმილ საერთაშორისო კონფერენციას ეხმაურება, რომელშიც ირაკლი კობახიძე მიიღე...", "datePublished": "2018-02-24 06:21:19", "dateModified": "2018-02-24 06:21:19", "description": "Associated Press, The Washington Post და New York Times მოლდოვაში დაგეგმილ საერთაშორისო კონფერენციას...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAATEB/media.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } Associated Press, The Washington Post და New York Times მოლდოვაში დაგეგმილ საერთაშორისო კონფერენციას ეხმაურებიან, რომელსაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, მოლდოვისა და უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარეებთან ერთად გაუძღვება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს.

„Associated Press-ის ინფორმაციით, კონფერენციაზე სამი ყოფილი საბჭოთა ქვეყნის წინაშე უსაფრთხოების მხრივ არსებულ გამოწვევებზე იმსჯელებენ. როგორც სააგენტო აღნიშნავს, საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში რუსული აგრესია შეშფოთების მიზეზად რჩება. მისივე ცნობით, კონფერენციაზე, რომელსაც საქართველო, მოლდოვა და უკრაინა უხელმძღვანელებენ, მსჯელობის მთავარი თემა „ევროპასთან ინტეგრაციის საერთო მისწრაფებები და რეგიონული უსაფრთხოება იქნება“. ასევე, აღნიშნულია, რომ „სამივე ქვეყანა საერთო გამოწვევებისა და საფრთხეების წინაშე დგას“. Associated Press-ზე დაყრდნობით, კიშინოვში დაგეგმილ საერთაშორისო კონფერენციიას ეხმაურებიან The Washington Post და New York Times.

საერთაშორისო კონფერნეცია - „საქართველო, მოლდოვა და უკრაინა: აღმოსავლეთ პარტნიორობა და უსაფრთხოების კუთხით არსებული გამოწვევები“ 2 მარტს გაიმართება და მასში მონაწილეობას პოლიტიკოსები, ექსპერტები და აკადემიური წრეების წარმომადგენლები მიიღებენ“, - ნათქვამია პარლამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 486
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია