დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
პარლამენტში აფგან მუხთარლის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზანშეწონილობის საკითხის განხილვა მიმდინარეობს
ავტორი:
2018/თებერვალი/23 14:00:02
../photo/2015_02/0-00-1NOEM-2016/parlamenti-axali-4.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/479854-parlamentshi-afgan-mukhtharlis-saqmeze-droebithi-sagamodziebo-komisiis-sheqmnis-mizanshetsonilobis-sakithkhis-gankhilva-mimdinareobs.html", "headline": "პარლამენტში აფგან მუხთარლის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზანშეწონილობის საკითხის ...", "datePublished": "2018-02-23 10:09:39", "dateModified": "2018-02-23 10:09:39", "description": "პარლამენტის პლენარულ სხდომაზე აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის საქმეზე დროებითი საგამოძიებო...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1NOEM-2016/parlamenti-axali-4.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } პარლამენტის პლენარულ სხდომაზე აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზანშეწონილობის საკითხის განხილვა მიმდინარეობს.

უმცირესობის მიერ ინიცირებული პარლამენტის დადგენილების პროექტი, რომელიც მუხთარლიზე თავდასხმის, გატაცების, თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის და საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე უკანონოდ გადაყვანის ფაქტის შესწავლის მიზნით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითვალისწინებს, დეპუტატმა ელენე ხოშტარიამ წარადგინა.

როგორც ხოშტარიამ დადგენილების პროექტის წარდგენისას განაცხადა, მუხთარლის საქმე პარტიულ ოპონირებას სცდება და მომხდარის დადგენა სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანია. ხოშტარიას შეფასებით, აფგან მუხთარლის საქმეს და პასუხგაუცემელ კითხვებს საქართველოსთვის ზიანი მოაქვს.

“ჩვენ პირველივე დღიდან გვაქვს ეჭვი, რომ შეუძლებელია ადამიანი ქალაქის შუაგულიდან გაქრეს, საზღვარი უპასპორტოდ გადაკვეთოს და აღმოჩნდეს მეორე ქვეყანაში ხელისუფლების ჩარევის გარეშე, მაგრამ თუკი თქვენ მიგაჩნიათ, რომ ამაში ხელისუფლება ჩარეული არ არის, სწორედ პარლამენტის საგამოძიებო კომისია არის შანსი იმისა, რომ დასრულდეს საუბარი იმაზე, რომ საქართველოს ხელისუფლება ჩარეული იყო. გავცეთ კითხვებს არგუმენტირებული პასუხი. იმის მიუხედავად, რომ ვარ ოპოზიციაში, არავითარი სურვილი არ მაქვს, ჩემი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი იყოს ბრალდებული ასეთ მძიმე დანაშაულში და საქართველოს ერქვას ქვეყანა, სადაც ადამიანები შუა ქუჩაში ქრებიან“, - მიმართა ხოშტარიამ უმრავლესობას.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 479
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია