დაისვენე კურორტ ახალდაბაში
გიორგი კვირიკაშვილი ტეხასში მომხდარი შემთხვევის გამო ამერიკელ ხალხს სამძიმარს უცხადებს
ავტორი:
2017/ნოემბერი/06 09:00:02
../photo/2015_02/0-00-1AAANOEM/kvirikatwiter.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/461413-giorgi-kvirikashvili-tekhasshi-momkhdari-shemthkhvevis-gamo-amerikel-khalkhs-samdzimars-uckhadebs.html", "headline": " გიორგი კვირიკაშვილი ტეხასში მომხდარი შემთხვევის გამო ამერიკელ ხალხს სამძიმარს უცხადებს", "datePublished": "2017-11-06 04:55:04", "dateModified": "2017-11-06 04:55:04", "description": "საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშილი ტეხასში მომხდარი შემთხვევის გამო ამერიკელ ხალხს სამძ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAANOEM/kvirikatwiter.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშილი ტეხასში მომხდარი შემთხვევის გამო ამერიკელ ხალხს სამძიმარს უცხადებს. როგორც პრემიერი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს, ის ამერიკელი ხალხის ტკივილს იზიარებს.

„ვიზიარებთ ტეხასის შტატში, საზერლენდ სპრინგსის ეკლესიაში მომხდარი მასობრივი მკვლელობისას დაღუპულთა ოჯახის წევრებისა და ამერიკელი ხალხის ტკივილს“, - წერს საქართველოს პრემიერი.

სულ მცირე 26 დაღუპული და 20 დაჭრილი - ასეთია ტეხასში, ქალაქ საუტერლენდ სპრინგსში ბაპტისტურ ეკლესიაში განხორციელებული სროლის შედეგი.

დაზარალებულებს შორის არიან ბავშვები. თვითმხილველების თქმით, ახალგაზრდა მამაკაცი ეკლესიაში შევიდა და მომლოცველებს ცეცხლი გაუხსნა, შემდეგ კი მას ადგილობრივმა მცხოვრებმა ესროლა, თუმცა დამნაშავემ საკუთარი მანქანით მიმალვა შეძლო.

მოგვიანებით პოლიციამ ის მეზობელ რაიონში, გარდაცვლილი იპოვა. ადგილობრივი მედია დამნაშავის სახელს ავრცელებს. ის 26 წლის ამერიკელი დევინ კელია. მისი მოტივები ჯერჯერობით უცნობი რჩება.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 712
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია