დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ეკა ბესელია პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნაზე - პოლიტიკურ პროცესში სამართლებრივი საკითხების გადმოტანა სამართლებრივ პროცესს აზიანებს
ავტორი:
2018/თებერვალი/23 12:00:07
../photo/2015_02/0-00-1AAGSEQT/beselia.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/479822-eka-beselia-parlamentshi-sagamodziebo-komisiis-sheqmnaze-politikur-processhi-samarthlebrivi-sakithkhebis-gadmotana-samarthlebriv-process-azianebs.html", "headline": "ეკა ბესელია პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნაზე - პოლიტიკურ პროცესში სამართლებრივი საკითხების ...", "datePublished": "2018-02-23 07:57:16", "dateModified": "2018-02-23 07:57:16", "description": "პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შე...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAGSEQT/beselia.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით ოპოზიციის მოთხოვნას არ ეთანხმება.

როგორც ეკა ბესელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, საგამოძიებო საკითხები არ უნდა გადავიდეს პოლიტიკურ პროცესში და გამოძიების შედეგები იმ ორგანოს უნდა მოეთხოვოს, რომელსაც ევალება.

„რაც შეეხება საგამოძიებო კომისიის შექმნას, მე ვფიქრობდი და დღესაც ეს პოზიცია მაქვს, რომ პოლიტიკურ პროცესში სამართლებრივი საკითხების გადმოტანა აზიანებს სამართლებრივ პროცესს. საქმეზე გამოძიების დროს ყველა ინსტრუმენტი, რაც კი შეიძლება გამოიყენოს საგამოძიებო უწყებამ, იქნება მოწმეთა დაკითხვა, მასალების მოპოვება თუ გარკვეული ჩვენებების მიღება ყველა შესაძლო პირის მხრიდან, ეს ხელეწიფება საგამოძიებო ორგანოს. ასეთი საქმის გადმოტანა პოლიტიკურ ორგანოში მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური ინსტრუმენტი იქნება. რომ წარმოვიდგინოთ ერთი წუთით, საგამოძიებო კომისია შეიქმნას, რა უნდა მოხდეს ამის შემდეგ ამ საქმეზე? პარლამენტმა რომ დაიწყოს დაკითხვები, დაიწყოს კამერების ამოღება, საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებები და ეს არ იქნება პოლიტიკური პროცესის შემადგენელი ნაწილი და თუ იქნება, რაიმე სარგებელი შეიძლება ამ შედეგს მოუტანოს? მე მგონი, არა. ამიტომ, ამ პროცესს ვუყურებ იმ ჭრილში, რომ იმ ორგანოს, რომელსაც ევალება შედეგის დადება, როგორიც არ უნდა იყოს ეს შედეგი, მას მოვთხოვოთ და მას მივანდოთ ეს ვალდებულება”, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

პარლამენტი დღევანდელ პლენარულ სხდომაზე აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზანშეწონილობის თაობაზე იმსჯელებს.

განხილვის თემა საპარლამენტო უმცირესობის მიერ ინიცირებული დადგენილების პროექტი იქნება, რომელიც მუხთარლიზე თავდასხმის, გატაცების, თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის და საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე უკანონოდ გადაყვანის ფაქტის შესწავლის მიზნით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითვალისწინებს.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 482
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია