დაისვენე კურორტ ახალდაბაში
“რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსი” პრემიერ-მინისტრს, პარლამენტს, კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას და ევროკავშირის წარმომადგენლობას მიმართავს
ავტორი:
2018/თებერვალი/22 11:30:02
../photo/2015_02/0-00-1AAAAATEB/mauwyeblebi.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/479599-regionul-mautsyebeltha-aliansi-premier-ministrs-parlaments-komunikaciebis-erovnul-komisias-da-evrokavshiris-tsarmomadgenlobas-mimarthavs.html", "headline": "“რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსი” პრემიერ-მინისტრს, პარლამენტს, კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას და ევრო...", "datePublished": "2018-02-22 07:23:35", "dateModified": "2018-02-22 07:23:35", "description": "“რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსი” პრემიერ-მინისტრს, მთავრობას, პარლამენტს, კომუნიკაციების ეროვნულ კომის...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAATEB/mauwyeblebi.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } “რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსი” პრემიერ-მინისტრს, მთავრობას, პარლამენტს, კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას და ევროკავშირის წარმომადგენლობას საქართველოში მიმართავს, შეიქმნას ფართო სამუშაო ჯგუფი ქვეყანაში აუდიო-ვიზუალური მედიის განვითარების სტრატეგიის შესანარჩუნებლად.

რეგიონული მაუწყებლები საკითხთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ, რათა მთავრობის მეთაურმა საკითხზე რეგიონული მედიის პრობლემები მოისმინოს.

როგორც რეგიონული მაუწყებლების წარმომადგენლებმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, ისინი ხელისუფლებას 5 მოთხოვნით მიმართავენ.

"მოვითხოვთ, მოხდეს ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების ასახვა აუდიო-ვიზუალური მედიის მარეგულირებელ კანონმდებლობაში, ბაზრის კვლევის და დეტალური ანალიზის შესაბამისად; მარეგულირებელ დოკუმენტებში უნდა მოხდეს რეგულირების შემსუბუქება არაეროვნული მაუწყებლებისთვის, რასაც ითხოვს კიდეც "აიდიო ვიზუალური მედიის შესახებ" დირექტივა, მათ შორის პროგრამირების, კომერციულ რეკლამასა და სპონსორობასთან დაკავშირებით; საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გადადგას ქმედითი ნაბიჯები იმისთვის, რომ საქართველოში წარმოებული აუდიო-ვიზუალური პროდუქცია პარტნიორ ქვეყნებში მიიჩნეოდეს ევროპულ პროდუქტად; ბიზნესის განვითარების ინიციატივები, როგორიც არის მაგალითად, "აწარმოე საქართველოში" უნდა მოიცავდეს და პირველ რიგში, უნდა ეხებოდეს აუდიო-ვიზუალურ წარმოებას; უნდა შემუშავდეს აუდიო-ვიზუალური წარმოებისთვის საგადასახადო შეღავათები", - ნათქვამია მაუწყებელთა ალიანსის მიმართვაში.

როგორც პრესკონფერენციაზე ტელეკომპანია "გურჯაანის" გენერალურმა დირექტორმა, ლევან ალექსიშვილმა განაცხადა, პარლამენტის მიერ მიღებული კანონპროექტი, რომელიც საზოგადოებრივ მაუწყებელს ეხება, ყველა რეგიონულ მედიას პრობლემას შეუქმნის, მათ შორის რეკლამების თვალსაზრისით.

თავის მხრივ, ტელეკომპანია "რიონის" გენერალური დირექტორის, თამარ ღვინიანიძის შეფასებით, კანონის მიღებით ხელისუფლებამ "პოლიტიკური თამაში მოიგო".

ბათუმის „ტელეკომპანია 25-ე“ არხის გენერალური დირექტორის, მურთაზ ფრანგულაშვილის განცხადებით კი, მიღებული კანონით აჭარის ტელევიზიას უკვე რეკლამის გაყიდვის პრობლემა აღარ ექნება, რაც დემპინგური გაყიდვის შესაძლებლობას იძლევა.
"იმ შემთხვევაში, თუ აჭარის ტელევიზია რეკლამას გაყიდის, ჩვენ მაუწყებლობის შეწყვეტის საფრთხის წინაშე დავდგებით, ვინაიდან აჭარის ტელევიზიას რეკლამის ფასის შემცირება შეუძლია და ჩვენ ამას კონკურენციას ვერ გავუწევთ", - განაცხადა ფრანგულაშვილმა.

მედიაორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ გამოსავალი არის კანონის შეცვლა. მათი თქმით, ერთხელ და სამუდამოდ უნდა დაიწეროს კანონი, რომელიც თავიდან დაარეგულირებს მედიის საკითხებს, მათ შორის საზოგადოებრივი მაუწყებლის ირგვლივ ყველა საკითხს.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 515
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია