დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ზვიად ძიძიგური - მნიშვნელოვანია, რომ აზერბაიჯანის აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებასთან ინტენსიური ურთიერთობა გვაქვს
ავტორი:
2018/ივნისი/15 17:00:02
../photo/2015_02/0-00-1AAAAAAIVN/dzidziguri.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/498789-zviad-dzidziguri-mnishvnelovania-rom-azerbaijanis-aghmasrulebel-da-sakanonmdeblo-khelisuflebasthan-intensiuri-urthierthoba-gvaqvs.html", "headline": "ზვიად ძიძიგური - მნიშვნელოვანია, რომ აზერბაიჯანის აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებასთან ინტე...", "datePublished": "2018-06-15 13:06:15", "dateModified": "2018-06-15 13:06:15", "description": "პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ზვიად ძიძიგური, აზერბაიჯანის რესპუბლიკის დიასპორასთან მუშაობის სახ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAAAIVN/dzidziguri.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ზვიად ძიძიგური, აზერბაიჯანის რესპუბლიკის დიასპორასთან მუშაობის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარეს, ფუად მურადოვს თანმხლებ დელეგაციასთან ერთად შეხვდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს, მხარეებმა შეხვედრისას დიასპორის საკითხებზე ურთიერთთანამშრომლობის პერსპექტივები მომოიხილეს და ამ მიმართულებით პარლამენტის როლსა და შესაძლებლობებზე ისაუბრეს.

“მნიშვნელოვანია, რომ აზერბაიჯანის როგორც აღმასრულებელი, ასევე საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან ჩვენ გვაქვს ასეთი ინტენსიური ურთიერთობა. ახლად დანიშნული მინისტრი არის დიასპორის სახელმწიფო კომიტეტის ხელმძღვანელი, რომელთანაც ჩვენ განვიხილეთ თუ როგორ უნდა ვითანამშრომლოთ ერთმანეთთან, როგორ შეიძლება საქართველოს პარლამენტმა ამაში მონაწილეობა მიიღოს და რა გაცვლითი პროგრამები შეიძლება გვქონდეს, იმიტომ რომ ჩვენ გვყავს ეთნიკურად ქართველი აზერბაიჯანის მოქალაქეები და აზერბაიჯანსაც ჰყავს ეთნიკურად აზერბაიჯანელი საქართველოს მოქალაქეები. ჩვენ შეხვედრისას სწორედ ასეთი ტიპის თანამშრომლობაზე ვისაუბრეთ“, - განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

შეხვედრაში, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილესთან ერთად, სავალან მირზოევი, მახირ დარზიევი, რუსლან გაჯიევი მონაწილეობდნენ.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 504
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია