დაისვენე კურორტ ახალდაბაში
მიხეილ ჯანელიძე - ის კრიმინალური დაჯგუფებები, რომლებიც ჩვენი პარტნიორების წუხილის საგანს წარმოადგენენ, კრიმინალურ ქმედებებზე პასუხს აგებენ
ავტორი:
2018/თებერვალი/19 16:30:01
../photo/2015_02/0-00-1AAAAATEB/janelidze3.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/479079-mikheil-janelidze-is-kriminaluri-dajgufebebi-romlebic-chveni-partniorebis-tsukhilis-sagans-tsarmoadgenen-kriminalur-qmedebebze-pasukhs-ageben.html", "headline": "მიხეილ ჯანელიძე - ის კრიმინალური დაჯგუფებები, რომლებიც ჩვენი პარტნიორების წუხილის საგანს წარმოადგენე...", "datePublished": "2018-02-19 12:35:04", "dateModified": "2018-02-19 12:35:04", "description": "ის კრიმინალური დაჯგუფებები, რომლებიც ჩვენი პარტნიორების წუხილის საგანს წარმოადგენენ, პასუხს აგებენ ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAATEB/janelidze3.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } ის კრიმინალური დაჯგუფებები, რომლებიც ჩვენი პარტნიორების წუხილის საგანს წარმოადგენენ, პასუხს აგებენ იმ კრიმინალურ ქმედებებზე, რომლებსაც ისინი ჩადიან, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ პარლამენტში, სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე, „ევროპული საქართველოს“ წევრის, ირმა ნადირაშვილის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

კითხვაზე - საუბრების დაწყება იმაზე, რომ შესაძლოა ვიზალიბერალიზაციას შეექმნას საფრთხე, არის თუ არა იმ უპასუხისმგებლო პოლიტიკის შედეგი, რომელსაც „ქართული ოცნება“ ახორციელებდა კრიმინალთან და ორგანიზებულ დანაშაულთან მიმართებაში, მიხეილ ჯანელიძემ აღნიშნა, რომ „არა, რადგანაც საქართველო დღეს ნამდვილად არის უსაფრთხო ქვეყნებში მონაწინავე ადგილას“.

„იგივე უსაფრთხოების კომპონენტში ჩვენ ყველა საერთაშორისო რეიტინგში დავწინაურდით და ეს ნამდვილად არ უკავშირდება იმ რაოდენობის ზრდას, გარკვეულ ციფრებს, რომლებიც ფიქსირდება ევროკავშირის წევრ ქვეყნებში. მოსალოდნელი იყო ის, რომ ვიზალიბერალიზაციის შემდეგ გაიზრდებოდა გარკვეულწილად სტატისტიკა, ეს ვიზალიბერალიზაციის მიღებამდე ევროკავშირის მიერ მომზადებულ შეფასებით დოკუმენტში, რისკებშიც იყო მითითებული, მაგრამ ეს არ გულისხმობს, რომ საქართველო არის დღეს ქვეყანა, რომელიც წარმოადგენს კრიმინალის კუთხით საფრთხეს ევროპული სახელმწიფოებისთვის. ჩვენ გვაქვს ძალიან აქტიური თანამშრომლობა ორმხრივ დონეზე როგორც ევროკავშირთან, ასევე წევრ ქვეყნებთან და წევრ ქვეყნებში კიდევ რეგიონულ დონეზე. ეს თანამშრომლობა არის წარმატებული და ქართული ის კრიმინალური დაჯგუფებები, რომლებიც წუხილის საგანს წარმოადგენენ ჩვენი პარტნიორების, აგებენ პასუხს იმ კრიმინალურ ქმედებებზე, რომლებსაც ისინი ჩადიან. დარწმუნებული ვარ, რომ არ დადგება საკითხი ვიზალიბერალიზაციის შეჩერების, რადგანაც ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი თემა. ჩვენ ყველა ნაბიჯს ვდგამთ იმისთვის, რომ ის დიდი შედეგი, რომელსაც მივაღწიეთ, შენარჩუნდეს და იყოს მომავალშიც კონკრეტული პოზიტიური შედეგის მომტანი ჩვენი საზოგადოებისა და რამდენიმე კრიმინალს არ მივცეთ საშუალება ეს დიდი სიკეთე შეაჩეროს და ასევე ქვეყნის არაკეთილმოსურნეებს, რომ ამით ისარგებლონ“, - განაცხადა ჯანელიძემ.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 593
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია