დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ირაკლი კობახიძე - ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ ის მიღწევა, რომელიც გვაქვს ევროკავშირთან ურთიერთობაში, შევინარჩუნოთ და ამისთვის ყველაფერი გაკეთდება
ავტორი:
2018/თებერვალი/19 14:30:01
../photo/2015_02/0-00-1AAANOEM/kobaxidze_d958d.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/479036-irakli-kobakhidze-chveni-mthavari-amocanaa-rom-is-mightseva-romelic-gvaqvs-evrokavshirthan-urthierthobashi-shevinarchunoth-da-amisthvis-yvelaferi-gakethdeba.html", "headline": "ირაკლი კობახიძე - ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ ის მიღწევა, რომელიც გვაქვს ევროკავშირთან ურთიერთობაში,...", "datePublished": "2018-02-19 10:37:21", "dateModified": "2018-02-19 10:37:21", "description": "ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ ის მიღწევა, რომელიც გვაქვს ევროკავშირთან ურთიერთობაში, შევინარჩუნოთ და ა...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAANOEM/kobaxidze_d958d.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ ის მიღწევა, რომელიც გვაქვს ევროკავშირთან ურთიერთობაში, შევინარჩუნოთ და ამისთვის ყველაფერი გაკეთდება, - ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვას იმის შესახებ, შესაძლოა თუ არა ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით ე.წ. შეჩერების მექანიზმი ამოქმედდეს.

„თავის დროზე როცა მოგვენიჭა ვიზალიბერალიზაცია, ჩვენ განვაცხადეთ, რომ ეს იყო არამხოლოდ ვიზალიბერალიზაცია, არამედ პირველ რიგში პასუხისმგებლობა და ეს პასუხისმგებლობა უნდა გავაცნობიეროთ თითოეულმა ჩვენგანმა როგორც ხელისუფლებიდან, ასევე თითოეულმა მოქალაქემ, რომელიც წარმოადგენს ჩვენს ქვეყანას. ჩვენ, ხელისუფლებას ეს პასუხისმგებლობა გაცნობიერებული გვაქვს, მთავარია, რომ პრევენციული ზომები მივიღოთ იქამდე, ვიდრე პრობლემა გაჩნდება. ჩვენ შესაბამისად ვმოქმედებთ. მთავრობამ მოიწვია შეხვედრა იმისთვის, რომ პრევენციული ზომები გატარდეს და დაისახოს გეგმები. ეს არის ერთ-ერთი ინსტრუმენტი, თუმცა მუშაობა უნდა გაგრძელდეს. ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ ის მიღწევა, რომელიც გვაქვს ევროკავშირთან ურთიერთობაში, შევინარჩუნოთ და ამისთვის ყველაფერი გაკეთდება. თუმცა ამას თითოეულმა მოქალაქემ უნდა შეუწყოს ხელი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კითხვაზე, შეიძლება თუ არა აღნიშნულთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებებზე იყოს საუბარი, კობახიძემ აღნიშნა, რომ კონსულტაციები პრევენციულ ღონისძიებებზე გაგრძელდება.

„ჩვენ მზად ვართ გავაგრძელოთ კონსულტაციები ამ საკითხთან დაკავშირებით მთავრობასთან, რაც საჭიროა ყველაფერი გაკეთდება პრევენციისთვის სხვადასხვა მიმართულებით, კონკრეტულად რა შეიძლება იყოს ეს, ამ ეტაპზე დაკონკრეტება რთულია. ჩვენ გვექნება კონსულტაციები“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 583
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია