დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ნინო ლომჯარია სააკაშვილზე - სახალხო დამცველის მანდატი სხვა ქვეყანაში არ ვრცელდება, თუმცა საქართველოში სასამართლო დავებს, სადაც სააკაშვილი ფიგურირებს, ვაკვირდებით
ავტორი:
2018/თებერვალი/13 14:30:01
../photo/2015_02/0-00-1AAADEC/lomjaria_ca470.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/478020-nino-lomjaria-saakashvilze-sakhalkho-damcvelis-mandati-skhva-qveyanashi-ar-vrceldeba-thumca-saqarthveloshi-sasamarthlo-davebs-sadac-saakashvili-figurirebs-vakvirdebith.html", "headline": "ნინო ლომჯარია სააკაშვილზე - სახალხო დამცველის მანდატი სხვა ქვეყანაში არ ვრცელდება, თუმცა საქართველოშ...", "datePublished": "2018-02-13 10:35:26", "dateModified": "2018-02-13 10:35:26", "description": "სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით საქართვ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAADEC/lomjaria_ca470.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით საქართველოს სასამართლოს მიერ გამოტანილ ბოლო განაჩენს, რომლითაც სააკაშვილს სამწლიანი პატიმრობა მიესაჯა, სახალხო დამცველის აპარატი სწავლობს და შესაბამის პოზიციებსაც დააფიქსირებს.

ნინო ლომჯარია ჟურნალისტებთან გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილის გარშემო განვითარებულ მოვლენებს და აღნიშნა, რომ სახალხო დამცველის მანდატი სხვა ქვეყანაში არ ვრცელდება, თუმცა საქართველოს სასამართლო დავებში სააკაშვილი ფიგურირებს, რასაც ომბუდსმენის აპარატი აკვირდება კიდეც.

”ჩემი მანდატი არ ვრცელდება სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე, ან სხვა ქვეყნის მოქალაქეობის არმქონე პირებზე. განსაკუთრებით, როდესაც სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე იმყოფებიან. ერთადერთი, სადაც ყოფილი პრეზიდენტი ფიგურირებს, ეს არის ის სასამართლო დავები, სისხლის სამართლის წარმოების საქმეები, რაც მიმდინარეობს დღეს საქართველოში. ჩვენ ამ პროცესებს ყველაფერს ვაკვირდებით. განსაკუთრებით ბოლო გადაწყვეტილებას, რაც დადგა შეწყალების ფაქტთან დაკავშირებით. ამ გადაწყვეტილებას ჩვენ ვსწავლობთ და გვექნება შესაბამისი პოზიციები. მხოლოდ ეს არის ის, რაზეც შემიძლია ვისაუბრო მე, როგორ სახალხო დამცველმა”, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

თემა: პროცესები მიხეილ სააკაშვილის გარშემო ნინო ბურჯანაძე სააკაშვილის პოლონეთში დეპორტაციაზე - უსუსური და მატყუარა ხელისუფლება გვყავს
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 555
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია