დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
დავით საგანელიძე - თუ რომელიმე ქვეყანა მიხეილ სააკაშვილს საქართველოს არ გადმოსცემს, ეს სწორი არ იქნება
ავტორი:
2014/აგვისტო/04 15:00:02
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის დავით საგანელიძის განცხადებით, მოთხოვნის შემთხვევაში თუ რომელიმე ქვეყანა მიხეილ სააკაშვილს საქართველოს არ გადმოსცემს, ეს სწორი არ იქნება.
როგორც დავით საგანელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, გადმოსცემს თუ არა ესა თუ ის ქვეყანა მოთხოვნის შემთხვევაში ყოფილ პრეზიდენტს საქართველოს, მათი გადასაწყვეტია, ხოლო თუ ამას არ გააკეთებენ, მათ უნდა გააკეთონ შესაბამისი ახსნა-განმარტება.
"თუ არ გადმოსცემს რომელიმე ქვეყანა, ეს სწორი არ არის, იმიტომ რომ არსებობს უამრავი ფაქტი, უამრავი ჩვენება, საქმის 80 ტომი და 100-ზე მეტი დაკითხული მოწმე. თუ ვინმეს ეჭვი ეპარება, რომ საქართველოს სამართალდამცავი სტრუქტურების არაობიექტურები არიან, მათ შეუძლიათ გამოაგზავნონ თავისი წარმომადგენლები და თუნდაც ჩამოაყოლონ მიხეილ სააკაშვილს მთელი თავისი ადვოკატთა კორპუსი", - განაცხადა დავით საგანელიძემ.
მისივე თქმით, ყველაზე ცუდი ის იქნება ქვეყნისათვის, რომ თვალი დახუჭონ თუ რა ხდებოდა 9 წლის განმავლობაში ქვეყანაში.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1069
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია